მაილი საირუსის Flowers მეოთხე კვირაა Billboard-ის გლობალური ჩარტების ლიდერია

Billboard-ის გლობალურ ჩარტებში მუსიკალური ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავების – PinkPantheress-ის და Ice Spice-ის ერთობლივი ნამუშევარიც მოხვდა.

მაილი საირუსის კომპოზიცია, სახელწოდებით Flowers მსოფლიოს მთავარი ჰიტის სტატუსს ინარჩუნებს. 21 თებერვლის მონაცემებით, მეოთხე კვირაა, რაც სიმღერა Billboard Global 200-ის და Billboard Global Excl. U.S.-ის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებს.

The Billboard Global 200-ის სარეიტინგო სიაში სიმღერები სტრიმინგისა და გაყიდვების აქტივობების მიხედვით ჯგუფდება. The Billboard Global 200 მსოფლიოს 200-მდე გეოგრაფიულ ერთეულს ფარავს. Billboard-ის ჩარტები მუსიკალური გაყიდვების ბაზის პროვაიდერი კომპანიის, Luminate-ის მონაცემებს ეყრდნობა. The Global 200 საერთაშორისო ჩარტებია, ხოლო Global Excl. U.S იმ ტერიტორიიდან მიღებულ მონაცემებს აერთიანებს, რომლებიც შეერთებული შტატების საზღვრებშია.

ჩარტები დაფუძნებულია სპეციალურად შემუშავებულ ფორმულაზე, რომელიც მხოლოდ ოფიციალურ სტრიმინგ აქტივობებს მოიცავს, მათ შორის არის, როგორც აუდიო, ისე ვიდეო სტრიმინგი, ასევე მუსიკალური ნამუშევრის  ჩამოტვირთვით ყიდვის შემთხვევებიც. 

გლობალურ მონაცემებზე დაყრდნობით, 10-16 თებერვლის კვირაში, მაილი საირუსის Flowers-ის სტრიმის მაჩვენებელმა 128.8 მილიონს, ხოლო გაყიდვების მონაცემებმა  45 ათასს მიაღწია. 

ამ შედეგით Flowers-მა გაუსწრო ჰარი სტაილსის ჰიტს – As It Was, რომლის საერთაშორისო სტრიმების რაოდენობამ, 2022 წლის აპრილსა და მაისში, 100 მილიონს გადააჭარბა.

ასევე 21 თებერვლის მონაცემებით, The Billboard Global 200-ის ჩარტების მეორე ადგილს SZA-ს კომპოზიცია Kill Bill იკავებს. აღსანიშნავია, რომ გლობალურ ჩარტებში ასევე მოხვდა მუსიკალური ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავების – PinkPantheress-ის და Ice Spice-ის ერთობლივი ნამუშევარი,სახელწოდებით – Boy’s a Liar, Pt. 2.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

FAKETIVISTS by SirJee – სერგი გვარჯალაძის ახალი პროექტი

შემდეგი სტატია

Guns N’ Roses 2023 წლის ტურნეს თარიღებს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი