მუსიკალურ შოუ Voice-ში ჯიმი ფელონმა ბრმა მოსმენაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთი მწვრთნელი მას არ შემოუტრიალდა

უყურეთ ვიდეოს: ბლეიკ შელტონმა ჯიმი ფელონს წესების დარღვევისთვის უსაყვედურა

The late-night – შოუს წამყვანმა ჯიმი ფელონმა მუსიკალური შოუ The Voice – ფაქტობრივად ჩაშალა. სამშაბათს ერთ-ერთ ეპიზოდში, ბრა მოსმენის დროს იგი აუდიტორიის წინაშე შთამბეჭდავი პერფორმანსით წარსდგა. The Voice-ის მწვრთნელებიდან ფელონს კელი კლარკსონი, ნაილ ჰორანი და Chance the Rapper-ი – შემოუტრიალდნენ. მხოლოდ ერთი მწვრთნელი –  ბლეიკ შელტონი არ შემობრუნდა, რა დროსაც ფელონი თავად მივიდა მწვრთნელის სკამთან და ღილაკს ხელი დააჭირა.

The Tonight Show-ს წამყვანმა მაიკლ მაკდონალდსის სიმღერა I Keep Forgettin შეასრულა.

კლარკსონი, ჰორანი და  Chance the Rapper-ი  მალევე შემოტრიალდნენ, თუმცა შელტონი ბოლომდე სკეპტიკურად უსმენდა და მისი პოზიცია სიმღერის დასრულებამდე ურყევი დარჩა, მანამ სანამ ფელონი მწვრთნელის სკამთან არ მივიდა და  წითელ ღილაკს ხელი არ დააჭირა. „შენ წესები დაარღვიე“.-ხუმრობით უსაყვედურა შელტონმა. 

ეს მუსიკალურ შოუში The Voice, ქანთრი მომღერლის, ბლეიქ შელტონის უკანასკნელი სეზონია. პროექტის ყოფნის პერიოდში მან ცხრაჯერ გაიმარჯვა. 

„მე უნდა მოვსულიყავი და მეთქვა თქვენთვის –  ჰეი მეგობრებო, The  Voice-ის ოცდამესამე სეზონს გილოცავთ“ – თქვა ჯიმი ფელონმა დასასრულს.

გასვლის წინ კი ფელონმა დაამატა: „კელის გუნდში ვარ, მადლობა რომ შემობრუნდით“. 

უყურეთ ჯიმი ფელონის ხუმრობას The Voice-ში:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ავრილ ლავინი და რეპერი ტაიგა კოცნის დროს დააფიქსირეს: ნახეთ ფოტო

შემდეგი სტატია

ლედი გაგა 2023 წლის ოსკარზე არ იმღერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი