ენდრიუ ლოიდ უებერი შვილის მძიმე ავადმყოფობის გამო, Bad Cinderella-ს ბროდვეის პრემიერას არ დაესწრება

„ჩვენ ყველა ვლოცულობთ, რომ ნიკმა კიბო დაამარცხოს. ის მამაცურად იბრძვის. ამ მომენტში ჩემი ადგილი მის გვერდით არის“ – აღნიშნა ენდრიუ ლოიდ უებერმა თავის განცხადებაში.
ფოტო: ევან აგოსტინი


ინგლისელმა კომპოზიტორმა ენდრიუ ლოიდ უებერმა განაცხადა, რომ ის ბროდვეის ახალი მიუზიკლის, Bad Cinderella-ს გამხსნელ  წარმოდგენას ვერ დაესწრება. ამის მიზეზი მისი უფროსი ვაჟის ავადმყოფობაა –  კუჭის კიბოს დიაგნოზის გამო, ის კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ეს განცხადება კომპოზიტორმა The Hollywood Reporter-ის პლატფორმის მეშვეობით გაავრცელა. უებერის  43 წლის ვაჟი, თავადაც გრემის ნომინანტი კომპოზიტორი და პროდიუსერი ნიკოლას ლოიდ უებერია. როგორც ენდრიუ ლოიდ უებერმა გაამხილა, მისი შვილი ბოლო 18 თვის განმავლობაში კიბოს ებრძვის და ამჟამად ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩვენ ყველა ვლოცულობთ, რომ ნიკმა კიბო დაამარცხოს. ის მამაცურად იბრძვის. ამ მომენტში ჩემი ადგილი მის გვერდით არის“ – აღნიშნა ენდრიუ ლოიდ უებერმა თავის განცხადებაში.

Bad Cinderella-ს კომპოზიტორი ედრიუ ლოიდ უებერია. Წარმოდგენის ამერიკული პრემიერა ნიუ იორკის Imperial Theatre-ში 23 მარტს იგეგმება. ახალი მიუზიკლი ცნობილი ზღაპრის Cinderella-ს ინტერპრეტაციაა.

სამწუხაროდ, ვერ შევძლებ, გამხსნელი ღამის განმავლობაში ამ არაჩვეულებრივი სამსახიობო შემადგენლობის, შემოქმედებითი გუნდისა და ორკესტრის გვერდით ვიყო“ – თქვა ოსკარის მფლობელმა კომპოზიტორმა. 

უებერმა ასევე აღნიშნა, რომ შვილის ავადმყოფობის გამო, ის მიუზიკლის ბოლო რეპეტიციებსაც ვერ დაესწრო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ახალი აუდიო ჩანაწერი Daft Punk-ის სტუდიური მუშაობის პროცესს ასახავს

შემდეგი სტატია

რედიოჰედის Creep ფილმ Renfield-ის ტრეილერის საუნდტრეკია. ფილმში დრაკულას როლს ნიკოლას ქეიჯი ასრულებს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი