QUEMMEKH-მა ახალი ალბომი – „ნოსტალგია“ წარადგინა

ალბომი 12 ტრეკს აერთიანებს.

ქართულმა მუსიკალურმა პროექტმა –  QUEMMEKH-მა ახალი ალბომი, სახელწოდებით „ნოსტალგია“ გამოუშვა. ალბომი 12 ტრეკს აერთიანებს. როგორც ბენდის ფრონტმენი სანდრო ქერაული ამბობს, ალბომის ჟღერადობის ინსპირაცია ფიუჟენ-ჯაზი, ეთიოპური ჯაზი, არაბული მუსიკის ელემენტები და ინდუსტრიული მეტალია. 

სანდრო ქერაული: 

ნოსტალგია“ არის ალბომი, რომელზეც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. მთელი ეს დრო, თან ლაივებისთვის ვემზადებოდით და ვუკრავდით, პარალელურად კი  ალბომს ვწერდით. ბევრი ძველი ტრეკი გავაცოცხლეთ და ამიტომ ჰქვია „ნოსტალგია“. ეს ალბომი ნოსტალგიაზე, სინანულზე და ისევ რაღაცის იმედზეა. პოლიტიკურად, თუ შინაგანი განცდების თვალსაზრისით როგორი არეულებიც ახლა ჩვენ ვართ,  ალბომიც ასეთივე ქაოტურია.

ალბომში „ნოსტალგია“ შესული ერთ-ერთი ტრეკი სახელწოდებით  – „აჯანყდი“, QUEMMEKH-ის, სანდრო ბერიაშვილისა და ლუკა კალანდაძის მუსიკალური თანამშრომლობის შედეგად ჩაიწერა.

„სანდრო ბერიაშვილისა და ლუკა კალანდაძის ბენდთან, Neo Spid-თან ერთად გვინდოდა, ჩვენი რევოლუციის ჰიმნი შეგვექმნა და ვფიქრობ, შესანიშნავად გამოგვივიდა.“ – ამბობს სანდრო ქერაული „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას.  

ალბომის  ბოლო ბონუს ტრეკი მუსიკალური კოლექტივის  წევრის, არტისტ ანიმა გელაშვილის (animaincaseofemergency) ნამუშევარია. ეს არის BLACK SABATH-ის ცნობილი კომპოზიციის – Paranoid-ის ქავერ ვერსია, რომელიც ფრანგული დისკოს სტილშია შესრულებული. 

სანდრო ქერაული: 

ალბომიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამ  ტრეკს გამოვყოფდი, ესენია: „ნოსტალგია“ – რომელიც თავის დროზე ქართული ალტერნატიული ხელოვნების ექოზე და მის სიკვდილზე  შეიქმნა და რომელიც ნატატა საღირაშვილს (@natashaforever) ეძღვნება; „როინი ქარდავა“ – რომელიც QUEMMEKH-ში რაღაც მნიშვნელოვანის სიკვდილს უკავშირდება და „მთაწმინდა“  – რადგან ის მთაწმინდაა და ამას მეტი ახსნა არ სჭირდება.“ 


როგორც QUEMMEKH-ის წევრები აღნიშნავენ, ალბომში შესული ტრეკები მომავალში მათ კონცერტებზეც გაჟღერდება.

QUEMMEKH, როგორც სახელოვნებო და სოციალური პროექტი, სხვადასხვა მედიაში მომუშავე არტისტების გაერთიანებაა. ამ არტისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ერთი კონცეფციისა და იდეის გარშემო ადამიანები ქმნიან ვიზუალურ ნამუშევრებს, ინსტალაციებს – რაც საბოლოოდ მუსიკით ერთიანდება და მთავარი გზავნილი სწორედ ამგვარი სინთეზური ფორმებით ვრცელდება

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რედიოჰედის Creep ფილმ Renfield-ის ტრეილერის საუნდტრეკია. ფილმში დრაკულას როლს ნიკოლას ქეიჯი ასრულებს.

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალისტია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი