ჯგუფ On the Road-ის მუსიკალური გზა

ჯგუფმა მარტის თვეში ორი ახალი სიმღერა Fortuneteller და Hope I Die გამოუშვა, წლის ბოლომდე კი პირველი ალბომის გამოცემასაც გეგმავენ.
On the Road
On the Road

2017 წელს შექმნილი ალტერნატიული როკ ჯგუფი On the Road გულწრფელი ინდივიდუალური მუსიკალური ჟღერადობით და   სახასიათო, მელოდიური და ლირიკული სიმღერებით გამოირჩევა.  ჯგუფის შემადგენლობაში ლადო გიგაია (ვოკალი/გიტარა), ავთანდილ ირემაშვილი (ვოკალი/გიტარა), გიგი კობერიძე (დრამი), თორნიკე ჯაფიაშვილი (კლავიში) და ბექა ჩხარტიშვილი (ბასი) არიან. On the Road-მა ცოტა ხნის წინ ორი ახალი სიმღერა გამოუშვა, წლის ბოლომდე კი ალბომის გამოცემასაც გეგმავენ.

ჯგუფი: On The Road

ლადო გიგაია 

„ჩვენ ვართ ჯგუფი On The Road. ამჟამინდელი შემადგენლობით 2017 წელს ჩამოვყალიბდით. გამოშვებული გვაქვს  ერთი Ep, რომელშიც ექვსი სიმღერა შედის.  გარდა ამისა, გვაქვს ორი სინგლი და ახლახან გამოვუშვით ორი ახალი სიმღერა, რომელთაგან ერთი-ერთი ლირიკ ვიდეოა და ერთი ანიმაციური კლიპი. სიმღერებს ძირითადად  მე და ავთო ვწერთ, ხოლო არანჟირებაზე ერთად მუშაობთ. 

ამჟამად ერთ ვიდეო კლიპს ვამზადებთ, რომელიც უკვე მონტაჟდება და დაახლოებით გაზაფხულის ბოლომდე გამოვა.“

ავთანდილ ირემაშვილი

„ახალი ალბომიც  მზადების პროცესშია, სადაც  წინა გამოშვებულ EP-ში შესული ექვსივე სიმღერაც შევა, რომელსაც დაემატება დაახლოებით ოთხი ახალი სიმღერა, ამ ალბომის გამოშვებაც  წელს იგეგმება.“

 ბექა ჩხარტიშვილი

„ვისთანაც ვითანამშრომლეთ ანიმაციურ ვიდეოზე SHAITAN BAZAR-ის მიერ გაკეთებული ანიმაციური ვიდეოა, ამ ადამიანის შემოქმედება ძალიან მოგვწონს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მასთან კვლავ ვითანამშრომლოთ. განსხვავებული ხედვის მქონდე ადამიანია და ვფიქრობ, ჩვენს მუსიკას მისი შემოქმედება ძალიან უხდება.“

ლადო გიგაია 

„რაც შეეხება ფესტივალებს წელს Open Air-ზე  ე.წ. „ზინგერ სთეიჯზე“, ვუკრავთ. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ Duo Records-სტუდიასთან, სადაც ჩვენი სიმღერები იწერება. ამ ახალ ალბომში დაახლოებით 10-11 სიმღერა შევა. აქედან ცხრა სიმღერა უკვე ჩაწერილია. ახალი კლიპი კი, წინასგან განსხვავებით არ იქნება ანიმაციური და იმედია გვაქვს მალე იხილავთ“.

მოისმინეთ ჯგუფ On the Road-ის სიმღერები Fortuneteller და Hope I Die.
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალექსანდრე ხარანაული

ალექსანდრე ხარანაულის ალბომის „დილით ამომავალო მზეო” პრეზენტაცია

შემდეგი სტატია

მეთ კამერონი News არენაზე, 2012 წლის 21 ივნისი

ჯგუფ Pearl Jam-ის დრამერი მეთ კამერონი Foo Fighters-ში გაწევრიანების შესახებ გავრცელებულ ჭორებს ეხმიანება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი