დევიდ ბოუის შვილი დონალდ ტრამპის მიერ მამამისის კომპოზიციების გამოყენებას საჯაროდ ეწინააღმდეგება. დუნკან ჯონსი იმ შემთხვევას გამოეხმაურა, როდესაც შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დევიდ ბოუის 1974 წლის სიმღერა, სახელწოდებით Rebel Rebel საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენა. ტრამპმა კომპოზიცია მისი დაპატიმრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომი სიტყვის წარმოთქმის წინ გააჟღერა.
„დარწმუნებული ვარ, რომ იგი მამაჩემის მუსიკის გამოყენებას განაგრძობს, რათა პირადად მე გამაღიზიანოს.“ – აღნიშნა დუნკან ჯონსმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში. ჯონსმა პოსტს მამის GIF გამოსახულებაც დაურთო.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მუსიკოსის შვილი ტრამპს დაუპირისპირდა. რამდენიმე თვის წინ, როდესაც დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დააანონსა, ბოუის სიმღერა Heroes კიდევ ერთ პოლიტიკურ აქტივობაში გამოიყენა.
მას შემდეგ, რაც 2016 წლიდან დონალდ ტრამპმა პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვა, მას არაერთი მუსიკოსი დაუპირისპირდა. მრავალმა სოლო შემსრულებელმა და მუსიკალურმა კოლექტივმა ტრამპის მიერ მათი შემოქმედების პოლიტიკური კონტექსტით გამოყენება გააპროტესტა. ასეთი არტისტების სია გრძელია და აერთიანებს ისეთ ცნობილ სახელებს, როგორებიც არიან: რიანა, Queen, ბრიუს სპრინგსტინი, Beatles, ადელი და სხვები.
დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა. მანჰეტენის ოლქის პროკურორმა მას საქმიანი დოკუმენტების გაყალბებასა და ფინანსური დანაშაულის სქემაში ბრალი წაუყენა.
ნახეთ დუნკან ჯონსის პოსტი, რომლითაც ის დონალდ ტრაპის მიერ დევიდ ბოუის მუსიკის გამოყენებას გამოეხმაურა:
Pretty sure this fucker keeps on using my dad’s music just to annoy me personally.
— Duncan Jones (@ManMadeMoon) April 5, 2023
(Joke. I’m way below his radar.) https://t.co/8xwtvtECsv pic.twitter.com/vYFCAtrEAs