BOUQUET KYIV STAGE-ის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი სახელოვნებო ღონისძიებებს წარმოგიდგენთ

ფესტივალის მიზანი უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვა და უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახების მხარდაჭერაა. სახელოვნებო ღონისძიებებიდან და შემოწირულებებიდან შემოსული თანხა უკრაინის ომში დაღუპული ქართველების ოჯახებს გადაეცემა.
ფოტო: კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი


28 და 29 აპრილს, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის ორგანიზებით, ფესტივალს სახელწოდებით BOUQUET KYIV STAGE 2023-ის ფარგლებში სახელოვნებო ღონისძიებები გაიმართება. ფესტივალის მიზანი  უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვა და უკრაინის ომში დაღუპული ქართველების ოჯახების მხარდაჭერაა. 

„უკრაინა + საქართველო. ერთმანეთის გვერდით“ – ასე ჰქვია ფესტივალის გამხსნელ კონცერტს, რომელსაც 28 აპრილს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ. თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრი „ოპერის კამერატა“ სცენაზე უკრაინელ მუსიკოსებთან ერთად წარდგება, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ამ ფესტივალისათვის ჩამოდიან. სოლისტი  მევიოლინე ანდრეი პავლოვი იქნება, ხოლო კონცერტის დირიჟორი – მიხეილ მენაბდე. 

თავით საყვარელიძე, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

რამდენიმე თვის წინ უკრაინელი შემსრულებლები იყვნენ ჩამოსული და გამოთქვეს სურვილი, რომ უკრაინის ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს დახმარებოდნენ. Ასე გაჩნდა ფესტივალის იდეა და საბოლოო სახეც მიიღო. ერთობა – ასეთია ამ ფესტივალის მთავარი სათქმელი და კომპოზიცია. აღსანიშნავია, რომ საკონცერტო პროგრამა  ორი ქვეყნის მუსიკას – უკრაინულსა და ქართულს აერთიანებს. სიმბოლურია, რომ ეს ფესტივალი სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის თეატრში იმართება. ეს ის თეატრია, რომელმაც რუსეთთან ომი თავის თავზე გამოცადა და ოცდაათი წელია დევნილობაში იმყოფება. იდეურ დატვირთვასთან ერთად, გამორჩეულია ფესტივალის პროგრამა. კონცერტზე  ბრწყინვალე კომპოზიტორების – გია ყანჩელისა და ვალენტინ სილვესტროვის მუსიკა გაჟღერდება. ორივე მათგანი მსოფლიო მუსიკალური კულტურის საგანძურის წარმომადგენლები და ამავე დროს, კარგი მეგობრები და ჭეშმარიტი თანამოაზრენი იყვნენ.“

ფესტივალის ფარგლებში გამართული სახელოვნებო ღონისძიებებიდან და შემოწირულებებიდან შემოსული თანხა უკრაინის ომში დაღუპული ქართველების ოჯახებს გადაეცემა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კეისი მასგრეივზი 2019 წლის Met Gala-ს საღამოზე. მეტროპოლიტენ ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკი, 6 მაისი. ფოტო: დიმიტრიოს კამბურისი

მუსიკოსები ბარბის ჩაცმულობით

შემდეგი სტატია

აშერი პარიზში ოთხ კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი