სემ სმითი თავისი ახალი ალბომის, Gloria-ს მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში კონცერტებს ატარებს. ლონდონის O2 სტადიონზე გამართული მუსიკალური შოუს დროს, ვარსკვლავმა ტრაგიკულად გარდაცვლილი ინგლისელი თინეიჯერი ტრანსგენდერი გაიხსენა.
სმითმა თავისი შოუს მეორე აქტი Des’ree-ის ჰიტის, Kissing You-ის ქავერ ვერსიით გახსნა. სიმღერის შესრულებისას ვარსკვლავი მწვანე კოსტიუმში იყო გამოწყობილი, თავზე კი შარავანდედის ფორმის აქსესუარი ეკეთა, რომელზეც ბრიანა გეის სახელი ეწერა. ბრინა გეი სწორედ ის 16 წლის გოგოა, რომელიც 2023 წლის დასაწყისში ინგლისის ქალაქ უორინგტონში მოკლეს.
ფანების მიერ გადაღებულ ვიდეოებში სემ სმითი სცენაზე დამონტაჟებულ დიდ კონსტრუქციაზე დგას. ჩაბნელებულ სცენაზე მხოლოდ არტისტის ფიგურაა განათებული და ამ დროს ის ბაზ ლურმენის „რომეო და ჯულიეტას“ ცნობილ საუნდტრეკს ასრულებს.
დამატებითი კომენტარისათვის Billboard-მა არტისტის ოფიციალურ წარმომადგენლობით გუნდს მიმართა.
ბრიანა გეი უორინგტონის პარკში დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს. მისი მკვლელობისათვის ორი მოზარდი დააკავეს. დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 10 ივლისს დაიწყება. როგორც პოლიციამ განაცხადა, დამატებითი გამოძიებაც ჩატარდება. ასევე ვარაუდობენ, რომ ამ საქმეს კვალიფიკაცია შეეცვლება და სიძულვილის ნიადაგით ჩადენილი დანაშაულების კატეგორიაში შევა.
ნახეთ სემ სმითის მუსიკალური ნომრის ამსახველი კადრები:
Sam Smith honouring Brianna Ghey tonight at The O2 Arena in London 🤍🏳️⚧️ #GloriaTheTour pic.twitter.com/PTqoPr9Scc
— Conor Clark (@ConorClark) April 18, 2023
@samsmith tribute to #BriannaGhey was beautiful last night 🏳️⚧️ ❤️ #SamSmith pic.twitter.com/PSHE6HMFCB
— 🌟 Shell 🌟 (She/Her) (@ShellOConnor88) April 19, 2023