A$AP Rocky-მ და რიანამ შვილის პირველი დაბადების დღე აღნიშნეს

„ვულოცავ პირველ დაბადების დღეს ჩემს პირველ შვილს – RZA-ს“ – წერს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის აღწერაში რეპერი A$AP Rocky.
ფოტო: რობერთ გათი / Los Angeles Times


13 მაისს რიანამ და A$AP Rocky-მ თავისი პირველი შვილის დაბადების დღე აღნიშნეს. A$AP Rocky-მ ინსტაგრამზე შვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა, რომლის აღწერიდანაც  ირკვევა, რომ წყვილმა პირველ ვაჟს  სახელად RZA დაარქვა.

„ვულოცავ პირველ დაბადების დღეს ჩემს პირველ შვილს – RZA-ს“ – წერია გამოქვეყნებული ვიდეოებისა და ფოტოების სერიის აღწერაში. A$AP Rocky-მ პოსტში Wu-Tang-იც მონიშნა, რადგანაც  ჰიპ-ჰოპ ჯგუფის ფრონტმენის სასცენო სახელი სწორედ  RZA არის. 

რეპერის მიერ გამოქვეყნებული კადრები აერთიანებს ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს. 

ორი დღის წინ, Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოცემამ  რიანას და A$AP Rocky-ის შვილის დაბადების მოწმობა მოიპოვა და ბავშვის სრული სახელი RZA ათელსტონ მეიერსი იყო. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, წყვილს Billboard ოფიციალური კომენტარისთვის დაუკავშირდა. 

ამჟამად რიანა და A$AP Rocky მეორე შვილს ელოდებიან.

ნახეთ წყვილის ფოტოები, რომელიც რეპერმა A$AP Rocky-მ შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ინსტაგრამზე გამოაქვეყნა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ილონ მასკის თქმით, ტვიტერის ახალი CEO ლინდა იაკარინოა

შემდეგი სტატია

არტ-გენი 2023 – ფესტივალი საიუბილეო მეოცე სეზონს აღნიშნავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი