ბრიტანული ინდი ჯგუფის Smiths-ის ბასისტი ენდი რურკი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ენდი რურკი კეთილი, ლამაზი სულის ადამიანი იყო და მუდამ ასეთი გვემახსოვრება“. – წერს ჯგუფის გიტარისტი, ჯონი მარი.
The Smiths 1984 წელი, ფოტო: პიტ კრონინი
The Smiths 1984 წელი, ფოტო: პიტ კრონინი

ბრიტანული ინდი-როკ ჯგუფის The Smiths-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბასისტი ენდრი რურკი, 59 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

ჯგუფის გიტარისტმა ჯონი მარიმ სამწუხარო ამბავი სოციალურ მნედიაში დაადასტურა: „ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ ენდი რურკის გარდაცვალებას, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, პანკრეასის სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა“. – წერს მუსიკოსი.

„ენდი  რურკი კეთილი, ლამაზი სულის ადამიანი  იყო და მუდამ ასეთი გვემახსოვრება. იგი საოცრად ნიჭიერი მუსიკოსი იყო“.

The Smiths ოთხივე სტუდიური ალბომში ენდრი რურკს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. დღეს ეს ალბომები The Smiths (from 1984), Meat Is Murder (1985), The Queen Is Dead (1986) და Strangeways, Here We Come (1987) უკვე კლასიკად ითვლება.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Moby - ფოტო: ლინდსი ჰიქსი

Moby პოპულარულ ჰიტებს ორკესტრთან ერთად შეასრულებს

შემდეგი სტატია

სტინგი კარაოკეზე შესასრულებელ საყვარელ სიმღერებს ასახელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი