გორის ქალთა გუნდის და ნუცი ნებიერიძის კონცერტი კონსერვატორიაში

კონცერტზე ნუცი ნებიერიძის საავტორო მუსიკა, ქართული მრავალხმიანობისა და ჯაზის თანამედროვე სინთეზით შექმნილი საგუნდო კომპოზიციები შესრულდება.
ნუცი ნებიერიძე
ნუცი ნებიერიძე

24 მაისს, 20:00 საათზე,  თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გორის ქალთა გუნდის და ნუცი ნებიერიძის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. 

კონცერტი სპეციალურად ამერიკიდან მოწვეული სტუმრების, „გრემის“ მფლობელი ვარსკვლავების, არი ჰონიგისა და ბამ როდრიგესის მონაწილეობით ჩატარდება. მოწვეული სტუმრები რეზო კიკნაძე, ლუკა თოფურია და ტეტე ნოისი არიან.

გორის ქალთა გუნდი
გორის ქალთა გუნდი

ქართული მრავალხმიანობის ახლებური ჟღერადობა და ამერიკულ-ქართული პოლიფონიური მუსიკის კულტურათაშორისი კავშირების აღმოჩენა, ნუცი ნებიერიძისთვის ერთგვარი ექსპერიმენტი და ძიების პროცესია. 

გუნდური მუსიკის მოტივების რიტმებთან შერწყმით და მუსიკის ცვალებადი დინამიკით წარმოსახული ატმოსფერო, გუნდის პოლიფონიასთან ერთად საინტერესო სივრცეს ქმნის.

ნუცი ნებიერიძე
ნუცი ნებიერიძე

„ქართული მრავალხმიანობის და ჯაზის სინთეზის შექმნა ჩემი დიდი ხნის ოცნება და ძიების პროცესია. ნიუ იორკიდან დაბრუნებამდე უკვე ვიცოდი, რომ გორის ქალთა გუნდთან ვითანამშრომლებდი და ახლა შედგა ეს კოლაბორაცია. თუმცა, რადგან ძალიან უცებ გადაწყდა ეს ამბავი, მომიწია, რომ მთელი ალბომი ერთ თვეში დამეწერა და გუნდთან ერთად, გაუჩერებელი მუშაობის შედეგად ამ თვეშივე მომზადდა.

ეს ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი კვლევითი ნამუშევარია ამერიკული და ქართული მუსიკის შესაძლო გადაკვეთის წერტილების გამოვლენისთვის. 24 მაისს, ჩემი საავტორო მუსიკა, ქართული პოლიფონიით გორის ქალთა გუნდთან და ამერიკელ ჯაზ-ოსტატებთან ერთად აჟღერდება.“ –  ნუცი ნებიერიძე, მუსიკოსი.

თეონა ცირამუა - გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი
თეონა ცირამუა – გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი

პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nirvana, კურტ კობეინი MTV-ის პირდაპირი ეთერი, 1993 წლის დეკემბერი.

კურტ კობეინის გიტარა 600 000  დოლარად გაიყიდა

შემდეგი სტატია

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ – ინტერვიუ ნათია სართანიასთან და ჯაბა შავიშვილთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი