პოლ საიმონმა გაამხილა, რომ ერთ ყურში სმენა თითქმის დაკარგა

81 წლის მომღერალმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი მისი სიმღერის შესრულებით დაიღალა.
პოლ საიმონი
Kevin Mazur/GI for The Recording Academy

პოლ საიმონის ასაკში ჯანმრთელობის პრობლემები სრულიად მოსალოდნელია. თუმცა 81 წლის მუსიკოსის შემთხვევაში ეს პირდაპირ პროფესიული ზიანის მომტანი პრობლემა აღმოჩნდა, რომელმაც შესაძლოა მისი შემდგომი საქმიანობა შეაფერხოს. ბოლო ინტერვიუში საიმონმა გაამხილა, რომ ბოლო ალბომის ჩაწერის დროს მარცხენა ყურში სმენა დაკარგა.

„ძალიან მოულოდნელად მარცხენა ყურში სმენა თითქმის სულ დავკარგე. რაც მთავარია, არავის აქვს ამის ახსნა. ასე რომ, ყველაფერი უფრო გართულდა,” – თქვა მომღერალმა. „ვიფიქრე, რომ გაივლიდა… თვითონ განიკურნებოდა.”

თუმცა როგორც მუსიკოსმა განაცხადა, სმენა ჯერჯერობით არ დაბრუნებულა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ტურნეების ჩატარებას ვეღარ შეძლებს. ამის ერთადერთი უპირატესობა, საიმონის თქმით, არის ის, რომ აღარ მოუწევს, დაუკრას ის სიმღერები, რომელთა შესრულებითაც უკვე დაიღალა.

„სიმღერებს, რომელთა შესრულებაც ლაივში აღარ მსურს, აღარ ვასრულებ. არის სიმღერები, რომლებიც მომწონს, მაგრამ მერე რაღაც მომენტში ტურნეს დროს ჩემს თავს ვეუბნები: „რა ჯანდაბას აკეთებ, პოლ?” ეს ხშირად ხდება სიმღერის You Can Call Me Al შესრულებისას. ვფიქრობ ხოლმე: „რას აკეთებ? პოლ საიმონის ქავერ ბენდს ემსგავსები. გზიდან გადადი და სახლში წადი.”

19 მაისს პოლ საიმონმა მეთხუთმეტე სტუდიური ალბომი Seven Psalms გამოუშვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Hang Me, Oh Hang Me – ცნობილი სიმღერის განსხვავებული ვერსია SophiO-ს შესრულებით

შემდეგი სტატია

თანამედროვე ჯაზის და საგუნდო მუსიკის სინთეზი – კონსერვატორიაში ნუცი ნებიერიძის და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი გაიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი