„მოანას” ფილმის რეჟისორი თომას კაილი იქნება 

აული კრავალომ განაცხადა, რომ მთავარ გმირს ის აღარ განასახიერებს.
მოანა
© Walt Disney Studios Motion Pictures

The Hollywood Reporter-ის ცნობით, „მოანას” ფილმის გადაღებებს Hamilton-ის რეჟისორი თომას კაილი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად ფილმის პროდიუსერი იქნება დუეინ ჯონსონიც, რომელიც, როგორც ანიმაციურ ფილმში, აქაც მაუის როლს განასახიერებს.

ჯერჯერობით ისევ არ არის ცნობილი, ვინ შეასრულებს თავად მოანას როლს. ცოტა ხნის წინ აული კრავალომ, რომელიც ანიმაციურ ფილმში მოანას პერსონაჟს ახმოვანებს, განაცხადა, რომ ფილმში მთავარ როლს ის აღარ ითამაშებს და ამის ნაცვლად, პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება.

„როცა 14 წლის ასაკში მოანა გავახმოვანე, ამან საოცრად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ჩემი კარიერის დასაწყისი გახდა. ფილმში მოანას მე აღარ ვითამაშებ. ვფიქრობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მსახიობებმა ძალიან ზუსტად წარმოაჩინონ პერსონაჟები და ის ამბები, რომელთა მოყოლაც გვსურს. ერთი სული მაქვს, როდის ვიპოვით შემდეგ მსახიობს, რომელიც მოანას მამაც სულსა და ემოციურ სიძლიერეს განასახიერებს. ჩემთვის პატივია, რომ ეს დროშა წყნარი ოკეანის კუნძულების შემდეგ ქალს გადავცე, რათა კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი ჩვენს საოცარ ხალხს, კულტურასა და საზოგადოებას, რომელთაც შთაგონება მისცეს ამ ამბავს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კონცერტის მსვლელობისას ბიონსემ ფანს სათვალე აჩუქა

შემდეგი სტატია

No Doubt-ის მუსიკალურმა ვიდეომ, სახელწოდებით Don’t Speak, YouTube-ზე მილიარდ ნახვას მიაღწია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი