50 Cent ახალ ფილმში, სახელწოდებით Expend4bles მონაწილეობს

არტისტს საკმაოდ დიდი ფილმოგრაფია აქვს. 50 Cent-ის სამსახიობო დებიუტი 2005 წელს შედგა.
50 Cent / Expend4bles


კინოსტუდია Lionsgate-მა  Expendables-ის ფრენჩაიზის ახალი ფილმის პირველი ტრეილერი წარადგინა. Expend4bles – ასე ჰქვია დაანონსებულ მეოთხე ნაწილს და მასში სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად, რეპერი 50 Cent მონაწილეობს. ტრეილერში მაყურებელი მას მეგან ფოქსთან, ჯეისონ სტეთჰემთან, სილვესტერ სტალონესთან და დოლფ ლუნდგრენთან ერთად ხედავს. 50 Cent-ის გმირი ფრენჩაიზის ისტორიის ახალი პერსონაჟია. 

Expend4bles რეპერისათვის ბოლო ოთხ წელში პირველი მნიშვნელოვანი კინო როლია. არტისტს საკმაოდ დიდი ფილმოგრაფია აქვს. 50 Cent-ის სამსახიობო დებიუტი 2005 წელს შედგა, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო ფილმში სახელწოდებით – Get Rich or Die Tryin’. გარდა ძირითადი როლებისა, 50 Cent-ს არაერთ ცნობილ ფილმში რამდენიმე ეპიზოდურ სცენაშიც გამოჩნდა.  

ნახეთ Expend4bles-ის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA ახალი სიმღერის გამოშვებას აანონსებს

შემდეგი სტატია

eZo Festival

eZo Festival – ადგილი სადაც ყველაზე ფერადი მუსიკა ჟღერს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი