The Weeknd სერიალ The Idol-ის საუნდტრეკებს ყოველკვირეულად გაავრცელებს

ორი ახალი სიმღერა სერიალის მეორე ეპიზოდის საპრემიერო კვირაში გამოვიდა.
ფოტო: ედი ჩენი/HBO

4 ივნისს HBO-ზე ახალი სერიალის The Idol-ის პრემიერა შედგა. შოუს ერთ-ერთი შემქმნელი არტისტი The Weeknd არის, რომლისთვისაც ეს პროექტი სატელევიზიო ინდუსტრიაში ხმაურიან დებიუტად იქცა. სერიალში The Weeknd-ის სტატუსი არამხოლოდ იდეის ავტორისა და პროდიუსერის პოზიციით განისაზღვრება, არამედ ის ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟის როლსაც ასრულებს. არტისტი პარტნიორობას უწევს კინოს, მოდისა და თანამედროვე პოპ კულტურის ისეთ სახეებს, როგორებიც არიან ლილი-როუზ დეპი,  ტროი სივანი, BLACKPINK-ის წევრი ჯენი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები. აღსანიშნავია, რომ The Idol-ის ერთ-ერთი გამოკვეთილი დეტალი  მუსიკალური გაფორმებაა –  სერიალის პირველ სეზონთან ერთად შოუს საუნდტრეკების ალბომიც გამოვიდა.

სერიალის მეორე ეპიზოდის პრემიერამდე The Weeknd-მა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. როგორც არტისტმა პოსტის აღწერაში მიუთითა, ის საუნდტრეკების სრულად გამოქვეყნებას The Idol-ის ფინალის დროს აპირებდა, თუმცა გადაწყვიტა ტრეკები ყოველკვირეულად, ეპიზოდების პრემიერებთან დაკავშირებით  გაავრცელოს.

The Idol-ის პირველ რამდენიმე საუნდტრეკს The Weeknd სხვადასხვა არტისტთან ერთად ასრულებს, თუმცა დაანონსებული სინგლები მსმენელს სიახლეს სთავაზობს. ერთ-ერთი ახალი ტრეკი სახელწოდებით The Lure სერიის თემატური საუნდტრეკია, ხოლო მეორე – World Class Sinner  არიის ტრეკი შოუს მთავარი პერსონაჟის – პოპ ვარსკვლავი ჯოსლინის (ლილი-როუზ დეპი) რეპერტუარიდან. 

The Weeknd სერიალ The Idol-ის საუნდტრეკებს უკვე რამდენიმე თვეა აზიარებს. სინგლებს შორის არის Popular, რომელზეც არტისტმა მადონასთან და Playboi Carti-სთან ერთად იმუშავა. საუნდტრეკების სერია ასევე მოიცავს სიმღერას სახელწოდებით – Double Fantasy, რომელსაც The Weeknd-ის და Future-ის დუეტი ასრულებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Sex and the City 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

შემდეგი სტატია

როგორ იყენებს მუსიკას „დისნეი” საკულტო ატრაქციონის ახალი კონცეფციისთვის

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი