Temple Pharmacy-მ პირველი მუსიკალური ალბომი გამოუშვა

უახლესი Მუსიკალური ალბომი Temple Pharmacy-ის, როგორც მულტიმედიური არტ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
LTFR x Temple Pharmacy

Temple Pharmacy-მ ამავე სახელწოდების მუსიკალური ალბომი წარადგინა. ეს არის არტისტ LUNA FLOWERS-ის პირველი ინგლისურენოვანი ალბომი, რომელიც 13 ტრეკს აერთიანებს. LUNA FLOWERS-ს (მაქს მაჩაიძე) ქართველი მსმენელი სხვადასხვა პროექტიდან უკვე კარგად იცნობს. ამჯერად არტისტმა მუსიკალურ პროდიუსერ საბანასთან (ნიკა საბანაძე) ერთად იმუშავა. საბანა თვითნასწავლი არტისტია, რომელიც მუსიკას 12 წლიდან ქმნის. 

უახლესი Მუსიკალური ალბომი, Temple Pharmacy-ის, როგორც მულტიმედიური არტ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ალბომის შესახებ აღწერაში ვკითხულობთ, ის არის „ფსიქოდელიური, როგორც საგალობელი“ და თბილისის ქუჩებში სპირიტულ მოგზაურობას ჰგავს.

Temple Pharmacy  არტისტების ჯგუფია. ეს არის სივრცე, რომელში გაერთიანებული ხელოვანები ამბებს სხვადასხვა მედიუმის მეშვეობით ჰყვებიან. ანიმაცია, კომიქსები, მერჩენდაიზი, NFT ავატარები, ლიტერატურა და რა თქმა უნდა მუსიკა. ამ სინთეზით Temple Pharmacy რეალურ და წარმოსახვით სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს. 

მოუსმინეთ Temple Pharmacy-ის მუსიკალურ ალბომს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პრემიერ-მინისტრობამდე სილვიო ბერლუსკონი მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწეობდა

შემდეგი სტატია

თბილისში პირველად, The Exploited-ის ცოცხალი შოუ ELEKTROWERK-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი