Imagine Dragons-ის სიმღერამ Thunder – YouTube-ზე ორ მილიარდ ნახვას მიაღწია

სიმღერა ჯგუფის მესამე სტუდიურ ალბომ Evolve-შია შესული, რომელიც Billboard Hot 100-ში მეოთხე ადგილს იკავებდა.
Imagine Dragons, Thunder
Imagine Dragons, Thunder

Believer ჯგუფ Imagine Dragons-ის – პირველი სიმღერაა, რომელმაც YouTube-ზე ორი მილიარდი ნახვა დააგროვა, ახლა კი 2017 წლის ჰიტ Thunder-ის წყალობით Imagine Dragons ამ ნუსხაში მეორედ მოხვდა. 

შავ-თეთრი ვიდეოკლიპი რეჟისორ ჯოზეფ კანის მიერ დუბაიშია გადაღებული, რომელმაც Youtube-ზე თორმეტი მილიონი მოწონებაც დააგროვა. 

გასული წლის ივლისში ჯგუფის ვიდეომ სინგლისთვის Demons მილიარდ ნახვას მიაღწია. იმ დროისთვის ეს ბენდის მეოთხე მუსიკალური კლიპი იყო, რომელმაც მილიარდი ნახვა დააგროვა, სიმღერების Believer-ის, Thunder-ის და Radioactive-ის შემდეგ. 

დეკემბერში Imagine Dragons-მა Billboard-თან საუბარში სიმღერების კომერციულ მხარეზეც ისაუბრა: „ჩემთვის სასაცილოდ ჟღერს, როცა ადამიანები ამბობენ: რა თქმა უნდა მე შემეძლო პოპ-მუსიკის გაკეთება, თუმცა მე სხვა ჟანრს ვირჩევ… ერთი შეხედვით კი საკმაოდ რთულია მარტივი პოპ მელოდიის შექმნა.“ 

ჯგუფმა 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა: გაყიდულია 17 მილიონზე მეტი ალბომი, 14,8 მილიარდი ოფიციალური სტრიმი Luminate-ზე, Hot 100-ში შესული ცხრამეტი ჰიტი, Billboard 200-ში შესული ხუთი საუკეთესო ალბომი და ოთხი უდიდესი სინგლი Radioactive, Demons, Believer და Thunder, რომელიც ამერიკის ხმი ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის მიერ არის დამოწმებული. 

ნახეთ ვიდეოკლიპი Thunder:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სპექტაკლი „მარტორქები“

„თეატრის განვითარების ფონდის“ და „სოხუმის დრამატული თეატრის“ ერთობლივი სპექტაკლი, ეჟენ იონესკოს „მარტორქები“-  პრემიერა, „სოხუმის თეატრში“

შემდეგი სტატია

Starring Georgia – საქართველო საერთაშორისო მუსიკალური ღონისძიებების რუკაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბობ დილანი უილი ნელსონის ცნობილი ფესტივალის – Farm Aid 40-ის ლაინაფს შეუერთდა

Farm Aid-ის დაარსების წინაპირობა სწორედ დილანის გზავნილი იყო, რომელიც ლეგენდარულმა არტისტმა 1985 წელს Live Aid-ის კონცერტზე გააჟღერა.
მეტი

Kordz-მა  გამოუშვა პირველი კასეტა, რომელიც აქამდე გამოუქვეყნებელ ნამუშევრებს მოიცავს

კასეტაში მოთავსებულია ე.წ. Download კოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კოლექციის ყველა ტრეკის ჩამოტვირთვა Bandcamp აპლიკაციაში.
მეტი

Torcho ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აანონსებს

სიმღერა, სახელწოდებით Zardakhsha, რომელიც შესულია Torcho-ს ახალ ალბომში, 17 სექტემბერს სტრიმინგ პლატფორმებზე გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსმენელისთვის.
მეტი

ბიონსეს გამოუქვეყნებელი მუსიკის ქურდობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ივლისში, როდესაც მოცეკვავე დიანდრე ბლუ და ქორეოგრაფი კრისტოფერ გრანტი ბიონსესთან ერთად ატლანტაში ტურნეზე იმყოფებოდნენ, მათი მანქანა გაქურდეს. მოპარულ ნივთებს შორის იყო ორი Apple-ის ლეპტოპი და ხუთი მეხსიერების ბარათი, რომლებშიც ბიონსეს „გამოუქვეყნებელი მუსიკა“ და ტურნესთან დაკავშირებული სხვა ციფრული ფაილები ინახებოდა.
მეტი