ბილბორდი საავტორო უფლებების შესახებ სასამართლო დავებს განიხილავს

Billboard Explains-ის ბოლო ეპიზოდი მუსიკალური საავტორო უფლებების სასამართლო პროცესებს შეეხო და განიხილა, თუ რას ნიშნავს ედ შირანის ბოლო საქმე მუსიკალური ინდუსტრიისთვის.
ედ შირანი სასამართლოს შემდეგ
Alexi J. Rosenfeld/Getty Images

ედ შირანის სიმღერის Thinking Out Loud-ის სასამართლო პროცესი პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის, თუმცა ის ნამდვილად გახდა პრეცედენტული საქმე მუსიკალური თანამშრომლობის განვითარებისთვის. როგორ იმოქმედებს შირანის შემთხვევა მუსიკალურ ინდუსტრიაზე და რამ უბიძგა ბოლო დროს საავტორო უფლებებზე სასამართლო დავების ზრდას?

Billboard Explains-ის ბოლო ეპიზოდი სწორედ მუსიკალური საავტორო უფლებების სასამართლო პროცესებს შეეხო. ვიდეო შირანის Thinking Out Loud-ის საქმით იწყება, რომელსაც ბრალს სდებდნენ მარვინ გეის ჰიტის Let’s Get It On-ის მოპარვაში. 

მარვინ გეის ოჯახმა და სიმღერის თანაავტორმა ედ ტაუნსენდმა ედ შირანი საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრიტანელ მუსიკოსს თავის სიმღერაში გეის კომპოზიციის ელემენტები არ გადმოუკოპირებია. 

მარვინ გეის ოჯახის სამიზნე ასევე იყვნენ Thicke და ფარელ უილიამსი, როცა ისინი მუსიკოსის 1977 წლის ჰიტის Got to Give It Up მოპარვაში დაადანაშაულეს. ამ შემთხვევაში კი Thicke-მა აღიარა, რომ მან შთაგონება ნამდვილად მარვინ გეის სიმღერიდან აიღო და აღნიშნა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კომპოზიცია იყო. მაშინ სასამართლომ მუსიკოსები დამნაშავედ ცნო და მარვინ გეის ოჯახისთვის 5 მილიონი დოლარისა და სიმღერის როიალტის 50 პროცენტის გადახდა დააკისრა. 

თუ, ერთი მხრივ, Thicke-ის საქმემ არტისტებს პოტენციური სასამართლო დავების შიში გაუმძაფრა, მეორე მხრივ, ედ შირანის შემთხვევამ დაამტკიცა, რომ არტისტსაც აქვს შანსი, წარმატებით დაიცვას თავისი ნამუშევარი და ბოლომდე იბრძოლოს, ნაცვლად იმისა, რომ საქმე გარიგებით დაასრულოს

ნახეთ Billboard Explains-ის ბოლო ეპიზოდი 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Snoop Dogg-მა კომპოზიტორთა დიდების დარბაზში შესვლა 2024 წლამდე გადადო

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი ამბობს, რომ ჯონ ლენონს ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი