ორსული რიანა ფარელის პირველ ლუი ვიტონის კამპანიაში მონაწილეობს

ეს ფარელის პირველი კამპანიაა ბრენდის კაცის ხაზის კრეატიული დირექტორის რანგში.
რიანა 2023 წლის Met Gala-ზე
Dimitrios Kambouris/Getty Images for The Met Museum/Vogue

ფარელ უილიამსმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ლუი ვიტონის კაცის ხაზის პირველ კამპანიაში მონაწილეობა ქალს მიაღებინა. როგორც ცნობილი გახდა, პროდიუსერის სადებიუტო კამპანიის ვარსკვლავი ორსული რიანა იქნება.

ორსეს მუზეუმზე გაკრულ დიდ ბილბორდზე რიანას ლუი ვიტონის რამდენიმე მდიდრული ჩანთა უჭირავს და შავი ქურთუკი აცვია, რომელიც ბოლომდე არ არის შეკრული და მომღერლის დიდი მუცელი ჩანს. რიანა A$AP Rocky-სთან ერთად მეორე შვილს ელოდება.

სოციალურ ქსელში აღნიშნული ფოტო ორივე მუსიკოსმა გააზიარა წარწერით „ლუი ვიტონის კაცის გაზაფხული-ზაფხული 2024”. უილიამსის დადებულ ფოტოში ის თავად პოზირებს რიანას დიდი ბილბორდის წინ.  

ახალი კამპანია ზუსტად პარიზის კაცის მოდის კვირეულის წინ დაიწყო. კვირეულზე ფარელ უილიამსი თავის საკუთარ კოლექციას წარადგენს და ეს იქნება მისი პირველი ინიციატივა ლუი ვიტონის კაცის ხაზის კრეატიული დირექტორის რანგში. 

არც რიანა და არც უილიამსი მოდის სცენისთვის უცხო არ არიან. გარდა დიდ ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებისა, მათ ორივეს ტანსაცმლის საკუთარი ბრენდები აქვთ: Savage x Fenty და Billionaire Boys Club.

ნახეთ ფარელ უილიამსისა და რიანას პოსტები 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნი ამბობს, რომ ჯონ ლენონს ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა

შემდეგი სტატია

სექსუალური ძალადობის ბრალდების შემდეგ Rammstein-ის ტილ ლინდემანზე გამოძიება მიმდინარეობს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი