მიკ ჯაგერი და მისი მეგობარი გოგონა ფლორიდაში სახლს ყიდიან

ტბის პირას მდგომი სახლი ოთხი საძინებლითა და 5 სველი წერტილით 3.5 მილიონ დოლარად იყიდება.
მიკ ჯაგერი
Dave J Hogan/GI

Rolling Stones-ის სოლისტი მიკ ჯაგერი და მისი მეგობარი გოგონა, მოცეკვავე მელანი ჰემრიკი თავიანთ ფლორიდის სახლს ყიდიან. როგორც განცხადებაში წერია, სახლს ოთხი საძინებელი და 5 სველი წერტილი აქვს და მისი ღირებულება 3.5 მილიონი დოლარია. Რა თქმა უნდა, სახლის ჯაგერთან კავშირი მისი მთავარი უპირატესობაა.

„ყოველთვის არ შეგიძლია მიიღო ის, რაც გინდა, მაგრამ ეს სახლი ნამდვილად ისაა, რაც გჭირდება!” Წერია განცხადებაში, რომელიც Rolling Stones-ის ცნობილი სიმღერის You Can’t Always Get What You Want ტექსტს ციტირებს. სიმღერა მიკ ჯაგერმა და კით რიჩარდსმა დაწერეს. 

ჯაგერმა და ჰემრიკმა სახლი 2020 წლის ოქტომბერში 2 მილიონ დოლარად შეიძინეს. ქონება ჰემრიკის სახელზეა გაფორმებული.

Სახლის საცხოვრებელი ფართი ჯამში 529 კვადრატული მეტრს შეადგენს და მოიცავს საცურაო აუზს, სამ აივანსა და სამრეკლოს. ასევე უმაღლესი ხარისხის სამზარეულოს, დისტანციურად მართვად ფანჯრებსა და სახლის დიდ კინოთეატრს. 

79 წლის მიკ ჯაგერსა და 36 წლის ჰემრიკს საერთო ვაჟი ჰყავთ – 6 წლის დევერო. Rolling Stones-ის სოლისტი და ყოფილი ბალერინა ერთად 2014 წლიდან არიან. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლეიბლი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ Georgian Dance Empire-ის ჩანაწერებს ფირფიტაზე გამოსცემს

შემდეგი სტატია

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი Spotify-სთან თანამშრომლობას წყვეტენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი