პრისცილა პრესლისა და ელვის პრესლის სიყვარულის ამბავი კინოფილმ Priscilla-ს ტრეილერის მთავარი სცენაა

მთავარ როლებს კეილი სპეინი და ჯეიკობ ელორდი თამაშობენ.

პრისცილა პრესლი თავისი ამბის მოსაყოლად ემზადება. მსახიობის ცხოვრება და ელვის პრესლისთან სასიყვარულო ისტორია მალე კინოეკრანებზე გამოჩნდება ფილმით Priscilla, რომლის ტრეილერიც ახლახან გავრცელდა.

ტრეილერი ფილმისა, რომელშიც მთავარ როლებს კეილი სპეინი და ჯეიკობ ელორდი თამაშობენ, გვაჩვენებს ნაწყვეტებს პრისცილას ადრეული ცხოვრებიდან, სანამ ის როკ-ენ-როლის მეფეს შეხვდებოდა. შემდეგ კი სცენა პრისცილასა და ელვისის ქორწინებასა და მათ შემდგომ ცხოვრებაზე გადადის.

ტრეილერის დასასრულს პრისცილას დედა ეკითხება: „პრისცილა, სკოლის ბიჭებზე რას იტყვი? ალბათ სიმპათიურები იქნებიან.” ახალგაზრდა პრისცილა დედას დამწუხრებული უყურებს, რის შემდეგაც კადრში ქორწინების ღამეს პრისცილასა და ელვისის კოცნას ვხედავთ.

კინოფილმი Priscilla, რომლის რეჟისორი სოფია კოპოლაა, დაფუძნებულია პრისცილა პრესლის წიგნზე Elvis and Me. ჯერჯერობით უცნობია ფილმის გამოსვლის თარიღი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალბომის – Dangerously in Love გადაღებაზე ბიონსეს ფოტოგრაფის ჯინსი ეცვა

შემდეგი სტატია

ლადოს კიდობანი 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი