ლანა დელ რეიმ ფანებს კონცერტზე დაგვიანებისთვის ბოდიში მოუხადა

„თუ ელექტროენერგია გაგვითიშეს, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით.”
ლანა დელ რეი
Ethan Miller/GI

ლანა დელ რეის გამოსვლა, რომელიც გლასტონბერის ფესტივალის „ჰედლაინერი” იყო, დაგეგმილზე მალე დასრულდა, რადგან მომღერალმა საკუთარ კონცერტზე დააგვიანა. როგორც ფესტივალის პროგრამაში ეწერა, კონცერტი 22:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მომღერალი ნახევარი საათით გვიან მივიდა. ლანა დელ რეიმ დაგვიანება თავის თმას დააბრალა.

„ისე დავაგვიანე, რომ ძალიან უნდა ვიჩქარო,” – უთხრა სცენაზე ასულმა მომღერალმა მაყურებელს. „თუ ელექტროენერგიას გაგვითიშავენ, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ჩემს თმას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. მოდი, მივყვეთ პროგრამას ისე, როგორც დაგეგმილი იყო.”

ლანა დელ რეის მიკროფონი 12 საათზე გაითიშა, როცა ის 2012 წლის კომპოზიციას Video Games-ს ასრულებდა. მომღერალი იძულებული გახდა, სიმღერა აკაპელაში გაეგრძელებინა. 

ლანა დელ რეი ლაივ სცენაზე სამი წლის შემდეგ დაბრუნდა. ბოლოს ის ფესტივალზე რიო დე ჟანეიროში გამოვიდა, სადაც 20 სიმღერა შეასრულა. გლასტონბერიში კი 15-ის სიმღერა მოასწრო.

წელს მომღერალს კიდევ რამდენიმე ფესტივალში აქვს მონაწილეობა დაგეგმილი.

ნახეთ ლანა დელ რეის ბოდიშის ვიდეო

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„გოგო არ!” –  Lua-ს პირველი ქართულენოვანი სიმღერა

შემდეგი სტატია

შაკირას თქმით, ჟერარდ პიკემ იმ დროს უღალატა, როცა მომღერლის მამა საავადმყოფოში იწვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი