ჯონ ბატისტი ახალ ალბომს აანონსებს

ალბომში მონაწილეობას მიიღებენ ლანა დელ რეი, ლილ უეინი და სხვები.
ჯონ ბატისტი
Nina Westervelt

გრემის მფლობელი ალბომის We Are-ის გამოშვებიდან 2 წლის შემდეგ ჯონ ბატისტი ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება. სტუდიური ალბომი სახელწოდებით World Music Radio 18 აგვისტოს გამოვა და მასში მონაწილეობას ლანა დელ რეი, ლილ უეინი, კენი ჯი და სხვა არტისტები მიიღებენ. მუსიკოსმა ალბომი სოციალურ ქსელში დააანონსა. 

ბატისტმა ასევე ატვირთა ვიდეო ალბომის მთავარ სინგლზე Calling Your Name.  „ეს ალბომი შევქმენი ცხოვრებაში გათავისუფლებისა და ჩემი პიროვნებისა და ჩემ გარშემო სამყაროს აღმოჩენის შეგრძნებებით. მსგავსი რამ აქამდე არასდროს მიგრძნია.”

პრესრელიზის თანახმად, ბატისტის მიზანი ამ ალბომში იმ იდეის აღმოჩენა იყო, რომ ყველა მუსიკა მსოფლიო მუსიკაა. მან შექმნა საერთაშორისო, კულტურათაშორისი საზოგადოება სხვადასხვა რეგიონიდან მთელი მსოფლიოს გარშემო.

ორი წლის წინ ჯონ ბატისტმა ისტორია დაწერა და გახდა პირველი შავკანიანი არტისტი, რომელმაც წლის ალბომისთვის გრემი მოიგო. 

ბატისტი ორჯერ მოხვდა ბილბორდის 200 ალბომის ჩარტში – 2014 წლის Social Music-ით 134-ე ადგილზე და 2021 წლის We Are-ით 25-ე ადგილზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მადონა სახლში დაბრუნდა

შემდეგი სტატია

Georgian Dance Empire – მუსიკა, რომელიც 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული ხელოვნების ხმად იქცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი