პერფორმანსის დროს Adele-მა გულშემატკივრებს მკაცრი გაფრთხილება მისცა: „არ გაბედოთ“ თქვა მუსიკოსმა.
TikTok-ის ვიდეოში, მომღერალი ბოლოდროინდელი ინციდენტების სერიას გამოეხმაურა, რა დროსაც სცენაზე ბიბი რექსა, Lil Nas X და კელსი ბალერინის გამოსვლა სხვადასხვა ნივთების სროლის გამო შეწყდა. სცენაზე არტისტის მისამართით გულშემატკივრებმა ტელეფონი, სექს სათამაშო და სამაჯური ისროლეს.
Adele-ის ერთ-ერთი ბოლო პერფორმანსის დროს მომღერალმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა: „შეგიმჩნევიათ ადამიანებს ეტიკეტი როგორ ავიწყდებათ, როცა სცენაზე რაღაც ნივთებს ისვრიან? სადმე გინახავთ მსგავსი რამ? არც კი გაბედოთ, რომ რამე ნივთი ისროლოთ.“
ბოლო დროს გახშირებული ინციდენტების გამო გასულ თვეს ნიუ-იორკში კონცერტის მსვლელობისას მომღერალ Rexha-ს გულშემატკივარმა ტელეფონი ესროლა, რის გამოც მუსიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მსგავსი ფაქტი მომღერალ კელსი ბალერინსაც შეემთხვა, რა დროსაც მისი მისამართით სამაჯური ისროლეს და სახეში გაარტყეს, მოგვიანებით მომღერალმა ამის შესახებ ინსტაგრამ სთორიში დაწერა: „ახლა უკვე კარგად ვარ, ვიღაცამ ჩემი მისამართით, კონცერტის დროს სამაჯური ისროლა და თვალებში მომხვდა. სცენიდან გასვლა მომიწია, რათა დავმშვიდებულიყავი და დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი კარგად იყო და მინდოდა ყველას თავი დაცულად ეგრძნო.“
გასულ თვეს მსგავსი ფაქტები ხშირად დაფიქსირდა: Ava Max-ის კონცერტის დროს ერთ-ერთი მსნემელი სცენაზე ავარდა და მომღერალს სახეში სილა გაარტყა, გასულ კვირას კი კონცერტის დროს სტოკჰოლმში, მუსიკოსს Lil Nas X-ს სექს სათამაშო ესროლეს.
ნახეთ ადელის TikTok ვიდეო:
@evioni_evioni She aint having it bb #adele #weekendswithadele #lasvegas #ceasarspalace #beberexha #fyp @Adele Access ♬ original sound – Evan Masella