არეთა ფრანკლინის ანდერძთან დაკავშირებულ დავაზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

სასამართლო პროცესის მხარეები გარდაცვლილი მომღერლის შვილები იყვნენ. ფრანკლინს ოთხი ვაჟი დარჩა, დავაში კი სამი მათგანი იყო ჩართული.
ფოტო: დიმიტრიოს კამბურისი/Getty Images


სასამართლომ არეთა ფრანკლინის ანდერძთან დაკავშირებული დავა განიხილა. სასამართლო პროცესის მხარეები გარდაცვლილი მომღერლის შვილები იყვნენ. ფრანკლინს ოთხი ვაჟი დარჩა, დავაში კი სამი მათგანი იყო ჩართული. სამართლებრივი დაპირისპირება ორი ხელნაწერი ანდერძის აღმოჩენის გამო დაიწყო . ერთი მათგანი 2010 წლით თარიღდება, მეორე კი – 2014 წლით. ორივე მათგანი  არეთა ფრანკლინის დეტროიტის სახლში სოულის ლეგენდარული მომღერლის სიკვდილის შემდეგ აღმოაჩინეს.

საბოლოოდ სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლებრივი ძალა 2014 წლით დათარიღებულ დოკუმენტს ჰქონდა, შესაბამისად კეკალფ და ედვარდ ფრანკლინებმა სასამართლო პროცესი მოიგეს. რაც შეეხება მათ მოპასუხეს, ტედ უაით II-ს  მოსამართლემ მისი სარჩელი და მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. 

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, განცხადება კეკალფ  ფრანკლინმა – „ძალიან ბედნიერი ვარ. Მე უბრალოდ მსურს, რომ დედაჩემის ნება დაცული იყოს. ჩემთვის და ჩემი შვილებისათვის ეს გრძელი ხუთი წელი იყო“ – აღნიშნა მან. 

2010 და 2014 წლით დათარიღებული ორივე ანდერძის მიხედვით, არეთა ფრანკლინის ოთხივე შვილი ვარსკვლავის საავტორო უფლებებით მიღებული შემოსავლის მემკვიდრეები არიან. თუმცა დოკუმენტებს შორის განსხვავებებიც არსებობს. არსებითი გარემოება კი ის არის, რომ 2014 წლით დათარიღებული ანდერძის მიხედვით, კეკალფ ფრანკლინი და მისი შვილები ბლუმფილდში მდებარე არეთა ფრანკლინის სახლს მიიღებენ. აღნიშნული უძრავი ქონება ფრანკლინის გარდაცვალების მომენტისათვის 1,1 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, ამჟამად კი მისი ღირებულება ბევრად მეტია. 

არეთა ფრანკლინის მეოთხე ვაჟი სპეციალურ დაწესებულებაში ცხოვრობს და მეურვეობის ქვეშ იმყოფება. Მას სასამართლო დავაში მონაწილეობა არ მიუღია. 

 არეთა ფრანკლინი 2018 წელს პანკრეატიტის კიბოს დიაგნოზით 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი ჯოელი Madison Square Garden-ში 2019 წლის 28 აგვისტოს. ფოტო: ტეილორ ჰილი

რას ფიქრობს ბილი ჯოელი ბენდ Fall Out Boy-ს შესრულებული სიმღერის We Didn’t Start the Fire-ის ახალ ვერსიაზე

შემდეგი სტატია

შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ტეილორ სვიფტის შემოქმედება განცხადების ინსპირაციად აქცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი