Jay-Z-ის საქველმოქმედო ფონდმა ნიუ იორკში გამართულ საღამოზე 20 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო

ეს თანხა სოციალურად გაჭირვებული ადამიანების განათლების დაფინანსებას მოხმარდება.
ფოტო: კევინ მაზური/Getty Images

საქველმოქმედო ფონდმა, სახელწოდებით The Shawn Carter Foundation, რომლის დამფუძნებლები Jay-Z  და რეპერის დედა გლორია კარტერი არიან, ნიუ იორკში სპეციალური საღამო გამართა. საქველმოქმედო საღამოზე ფონდმა 20 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო. ეს თანხა სოციალურად გაჭირვებული ადამიანების განათლების დაფინანსებას მოხმარდება.

 The Shawn Carter Foundation-ს 10 მილიონი დოლარი „ამაზონის“ დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა გადასცა. 2 მილიონი დოლარი კი „ტვიტერის“ ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ჯეკ დორსიმ გაიღო.

Jay-Z-მ  და გლორია კარტერმა საქველმოქმედო ფონდი 2003 წელს დააფუძნეს. ეს საღამო კი ორგანიზაციის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.საქველმოქმედო მიღებას მუსიკის, სპორტის, ბიზნესისა და შოუ ბიზნესის სამყაროდან არაერთი ცნობილი ვარსკვლავი ესწრებოდა. Მათ შორის იყო ბიონსეც, რომელმაც სოციალურ ქსელში ღონისძიებაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. 

The Shawn Carter Foundation უკვე მრავალი წელია ფოკუსირებულია კოლეჯის სტიპენდიებზე, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების ფინანსურ მხარდაჭერაზე, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებასა და გაჭირვებული ოჯახებისა და ახალგაზრდების სხვადასხვაგვარ დახმარებაზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Killages-ის ახალი ალბომის  Outcast-ის პრეზენტაცია

შემდეგი სტატია

ალექსანდრე კორძაია - Kordz

Day 2 Remember – Kordz-ის ახალი კომპოზიცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი