ნახეთ ჰარი სტაილსის ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე Daylight

ეს ამ სიმღერაზე გადაღებული მეორე კლიპია.
ჰარი სტაილსი
Nathan Congleton/NBC via GI

ჰარი სტაილსმა ახალი ვიდეოკლიპი გადაიღო მისი ბოლო ალბომის სინგლზე სახელწოდებით Daylight.

ტანია მუინოს მიერ გადაღებულ ვიდეოში სტაილსი ცირკის ტერიტორიაზე აკრობატებს, ოჩოფეხებით მოსიარულე მსახიობებსა და ჯამბაზებს შორის დადის და თავადაც ასრულებს ძალოსნობის, ცხენზე ჯირითისა და ბაგირზე სიარულის ნომრებს.  ერთ-ერთ სცენაში ის ყვითელი ჩიტის კოსტიუმით დაფრინავს მას შემდეგ, რაც ცაში დიდი ზარბაზნით გაიტყორცნეს.

სტაილსს ამავე სიმღერაზე ვიდეოკლიპი ერთხელ უკვე გადაღებული აქვს. თუმცა ახალი ვიდეო ბევრად უფრო მაღალბიუჯეტიანია, ვიდრე პირველი. შარშან მომღერალმა ჯეიმს კორდენთან ითანამშრომლა და Daylight-ის ვიდეო 3 საათში 300 დოლარად გადაიღო.

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს ყველაფერი ჯეიმსის იდეა იყო” – იხუმრა სტაილსმა 2022 წელს გადაღებულ ვიდეოკლიპზე. „კრისტოფერ ნოლანის ფილმში ვიყავი. უკვე ძალიან გვიანია, რომ უბრალოდ Carpool Karaoke გავაკეთოთ?”

Daylight-ის ახალი და გაუმჯობესებული ვიდეო მოსდევს კლიპებს As It Was, Late Night Talking, Music for a Sushi Restaurant და Satellite. ხუთივე სიმღერა სტაილსის მესამე სტუდიურ ალბომში Harry’s House-შია შესული, რომელიც 2022 წლის მაისში გამოვიდა და ბილბორდის 200 ალბომის ჩარტის ლიდერიც გახდა. 

ჰარი სტაილსი ამჟამად თავის ორწლიან ტურნეს ასრულებს, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. ბოლო კონცერტს მომღერალი 22 ივლისს იტალიაში გამართავს.

ნახეთ Daylight-ის ახალი ვიდეოკლიპი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Chemical Brothers სტუდიურ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

თუფაქ შაკურის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, მისი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი