კელი როულენდის თქმით, ბიონსეს შვილის სქესის გაგების ცერემონიის ჩაშლა მისი ცხოვრების ყველაზე ცუდი მომენტი იყო

„ეს არავის საქმე არ იყო,” – თქვა როულენდმა 2011 წლის შეცდომაზე.
კელი როულენდი და ბიონსე
Kevin Mazur/Getty Images for Roc Nation Sports

Yeah, I F–ked That Up პოდკასტში კელი როულენდმა მისი ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მომენტი გაიხსენა.

პოდკასტის წამყვანმა როულენდს ჰკითხა, თუ რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი მომღერალს დაუშვია. როულენდმა კი უპასუხა, რომ მან შემთხვევით გაამჟღავნა, რომ ბიონსე და ჯეი-ზი გოგოს ელოდებოდნენ. Როულენდი 2011 წელს მიცემულ ინტერვიუს გულისხმობდა, სადაც თქვა, რომ ჯეი-ზი თავის პატარა გოგონას ყველაფერს შეუძენდა, რისი ყიდვაც კი შესაძლებელი იყო.

„ღმერთო ჩემო, როცა ეს შეცდომა დავუშვი და ბიონსეს ბავშვის სქესი გავამხილე, როცა ის ბლუ აივიზე იყო ორსულად, ეს იყო ყველაზე ცუდი მომენტი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი მომენტი, რადგან ეს არავის საქმე არ იყო. თავს საშინლად ვგრძნობდი, რადგან ეს ჩემი ამბავი არ იყო. ეს ჩემგან გასაზიარებელი ამბავი არ იყო და ეს არც მინდოდა. უბრალოდ წამომცდა.”

საბედნიეროდ, ამ ინციდენტს Destiny’s Child-ის წევრების ურთიერთობაზე არ უმოქმედია. ბიონსე და კელი როულენდი დღემდე მეგობრობენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კონცერტის შემდეგ ლიზო კარაოკეში რედიოჰედის Creep-ს ასრულებს

შემდეგი სტატია

Will.i.am-მა და ბრიტნი სპირსმა სიმღერა Mind Your Business გამოუშვეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი