შავი ზღვის რიგით მე-16 ფესტივალი ბათუმში

28-30 ივლისს ფესტივალმა ქართველ და უცხოელ არტისტებს უმასპინძლა.

ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზფესტივალი ჩატარდა. წელს ფესტივალს ახლად შექმნილმა სივრცემ „სთეიჯ 17-მა” უმასპინძლა.

ჯაზფესტივალი 28 ივლისს ქართული ბენდის Bedford Falls-ის კონცერტით გაიხსნა. ბენდმა თავისი რეპერტუარიდან მსმენელისთვის კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულა, მათ შორის იყო სინგლები ახალი ალბომიდან „მიენდე”, რომელთა ტექსტებსაც აუდიტორია ზეპირად აჰყვა.

Bedford Falls

Bedford Falls-ის მიერ გახურებული სცენა უკვე ამერიკულმა ბენდმა Soul Train-მა დაიკავა. Ბენდმა ისეთი ცნობილი ჰიტები შეასრულა, როგორებიცაა მარვინ გეის Let’s Get It On, კურტის მეიფილდის Pusherman, სტივ უანდერის Superstition, ჯეიმს ბრაუნის Soul Power. ამ უკანასკნელს მსმენელის განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა. კონცერტის მსვლელობისას ბენდის სოლისტი რეჯი საუნდერსი რამდენჯერმე ჩავიდა სცენიდან, მაყურებელს შეუერთდა და მათთან ერთად იცეკვა. 

რეჯი საუნდერსი, Soul Train

განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ბენდის გიტარისტმა სემ სიეგენტალერმა. მან რამდენჯერმე შეასრულა სოლო პარტია და დარბაზის დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა. Რეჯი საუნდერსმა კი მისი ნიჭის აღიარების ნიშნად გიტარისტს სცენაზე დაუჩოქა. 

კონცერტის ბოლოს დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ გრძნობდა თავს, საუნდერსმა ასე გვიპასუხა: „თავს ისე კარგად ვგრძნობ, ამაზე უკეთ რომ ვიყო, არც ვიცი, რას ვიზამდი… საოცარია, საოცარია, საოცარია. ბათუმო, მიყვარხარ!”

ჯაზფესტივალის მეორე დღე კიდევ უფრო აქტიური აღმოჩნდა. გაიზარდა მაყურებლის რაოდენობაც. მსმენელის წინაშე სცენაზე ორგზის გრემის მფლობელი მუსიკოსი და ბასისტი, ლეგენდარული მარკუს მილერი თავის ბენდთან ერთად წარდგა. მათ ჯაზის, ფანკის, როკისა და R&B-ის სინთეზით შექმნილი საავტორო კომპოზიციები შეასრულეს. კონცერტზე, რა თქმა უნდა, შესრულდა ცნობილი Tutu-ც, რომელიც მარკუს მილერმა მაილს დევისისთვის დაწერა. 1986 წელს მაილს დევისმა ამავე სახელწოდების ალბომიც გამოსცა, რომლის პროდიუსერიც ასევე მარკუს მილერი იყო. 

მარკუს მილერი

კონცერტის დასრულების შემდეგ ხანგრძლივი აპლოდისმენტებითა და შეძახილებით მაყურებელმა მუსიკოსები ბისზე გამოიხმო. სცენაზე დაბრუნებულმა ბენდმა მილერის კიდევ ერთი ჰიტი Blast შეასრულა. ხავიერ გორდონმა კი კლავიშზე აღმოსავლური და ქართული მელოდიის სინთეზით სოლო შეასრულა, რაც საღამოს ერთ-ერთ განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ მომენტად იქცა. 

ჯაზფესტივალის მესამე და დასკვნით დღეს სცენაზე ამერიკული ბენდი Brooklyn Funk Essentials წარდგა. 90 წლებიდან მოყოლებული დღემდე ბენდი ნიუ-იორკის საკლუბო კულტურის განუყოფელი ნაწილია. კონცერტზე ბენდმა, რომლის სოლისტიც ელისონ ლიმერიკია, შეასრულა კომპოზიციები მათი ახალი ალბომიდან სახელწოდებით  Intuition, რომელიც მაისში გამოვიდა. ჯაზის, Ჰიპო-ჰოპის, სოულისა და ფანკის ნაზავით Brooklyn Funk Essentials-მა შავი ზღვის მე-16 ფესტივალი ენერგიულად დახურა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ანგუს კლაუდი, Euphoria-ს მსახიობი, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

„კრეტა” – 4D Monster Lobsters-ის ახალი სინგლი

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი