რასელ ბრენდის თქმით, კეტი პერისთან ქორწინება „ცოტა ქაოსური” იყო

ბრენდისა და პერის ქორწინება 2012 წელს დასრულდა.
რასელ ბრენდი და კეტი პერი
Jason LaVeris/FilmMagic

10 წელიწადზე მეტი გავიდა, რაც დოკუმენტურ ფილმში Part of Me მთელმა მსოფლიომ იხილა კეტი პერის შესრულება სულ რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც მისი და რასელ ბრენდის ქორწინების დასრულების შესახებ შეიტყო. დღეს კი ამ ქორწინებაზე რასელ ბრენდი საუბრობს. 

„მიუხედავად ჩემი სიყვარულისა კეტის მიმართ, ეს დრო მახსენდება, როგორც ცოტა ქაოსური და პირადად ჩემთვის, ცოტა გაბნეული,” – ამბობს ბრენდი. „ეს ის დრო იყო, როცა ყველაზე მეტად ვიყავი ყურადღების ცენტრში და ვმუშაობდი ამერიკაში…”

Პერი და ბრენდი 2010 წელს დაქორწინდნენ და 14 თვეში ერთმანეთს დაშორდნენ. ეს ორივე დიდი ცხოვრებისეული მოვლენა პერის კარიერის ყველაზე წარმატებულ ეტაპს დაემთხვა. 2010 წელს მან გამოსცა გრემის ნომინანტი ალბომი Teenage Dream, რომელში შესული 5 სიმღერაც Billboard-ის „ცხელი ასეულის” ლიდერი გახდა.  2012 წელს კი, როცა წყვილი უკვე ოფიციალურად განქორწინდა, პერიმ ახლიდან გამოსცა ალბომი  Teenage Dream: The Complete Confection და „ცხელი ასეულის” ლიდერ სიმღერებს კიდევ ერთი – Part of Me შემატა.

„ის საოცარი ადამიანია,” – ამბობს ბრენდი. „უბრალოდ შეუძლებელი იყო მშვიდი თანაცხოვრება.”

შარშან ბრენდმა სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა: Death on the Nile, Catherine Called Birdy და Minions: The Rise of Gru. პერიმ კი ცოტა ხნის წინ დაასრულა მისი Play Las Vegas-ის კონცერტების სერია და მცირე ხნით შემოქმედებითი პაუზა აიღო 3 წლის ქალიშვილის აღსაზრდელად. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Killages ახალ ვიდეოკლიპს აზიარებს

შემდეგი სტატია

მიკ ფლიტვუდის რესტორანი ჰავაის ხანძარს შეეწირა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი