ბობ დილანი მეგობრის, რობი რობერტსონის გარდაცვალებას ეხმაურება

ლეგენდები 50 წლის განმავლობაში მეგობრობდნენ და თანამშრომლობდნენ.
ბობ დილანი და რობი რობერტსონი The Band-ის გამოსამშვიდობებელ კონცერტზე The Last Waltz
Larry Hulst/Michael Ochs Archives/GI

Რობი რობერტსონის გარდაცვალებას მისი მეგობარი და შემოქმედებითი პარტნიორი ბობ დილანი ეხმაურება. 

„ეს შოკისმომგვრელი ამბავია,” – ამბობს დილანი განცხადებაში. „Რობისთან მთელი ცხოვრების მეგობრობა მაკავშირებს. მისი გარდაცვალებით ამ სამყაროში სიცარიელე დარჩა.”

ორი ლეგენდა ერთმანეთთან დიდ ისტორიას იზიარებს. რობერტსონმა, რომელსაც დილანი გიტარის მათემატიკურ გენიოსს ეძახდა, მასთან ერთად დაკვრა 1960-იან წლებში დაიწყო, როცა დილანმა ლევონისა და Hawks-ის შესახებ გაიგო. 2017 წელს რობერტსონი იხსენებდა: „როცა The Hawks-მა დილანთან თანამშრომლობა დაიწყო, ყველაფერი უფრო ხმამაღალი გახდა. ხალხი ამბობდა, რომ ეს მუსიკა იმდენად ხმამაღალი იყო, რომ სიტყვები აღარ ესმოდათ. მას კი სიმღერებში სწორედ ასეთი ძლიერი სულის  ჩვენება უნდოდა. ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავდა ამერიკაში, ავსტრალიაში, ევროპაში. ჩვენ კი ისევ ისე განვაგრძობდით და ბობი წარბსაც არ ხრიდა,” – ამბობდა რობერტსონი.

„ის აშკარა რამ, რაც ჩვენ ვისწავლეთ და რაც ყველამ ისწავლა იყო ის, რომ არსებობდა სიმღერების წერის ახალი გზა. ეს იყო უფრო ფერადი, თვალსაჩინო, მხიარული, მძვინვარე სიტყვათა თამაში. ჩვენ ეს აქამდე არ გვენახა და ეს იყო რაღაც, რაც არღვევდა დიდ წესებს. მახსოვს, ერთხელ ბობს ვუთხარი: “მგონი ძალიან ბევრი სტროფია და მან მითხრა: „ალბათ არის, მაგრამ ზუსტად ეგ მინდოდა, როცა ვწერდი.” იგი ანგრევდა იმ კედლებს, რაც მუსიკის გარშემო იყო აგებული. აღმაფრთოვანებდა ის ფაქტი, რომ ამ რევოლუციის ნაწილი ვიყავი.”

მუსიკოსებმა თანამშრომლობა კიდევ ათწლეულების განმავლობაში განაგრძეს. რობერსტონი უკრავდა დილანის 1966 წლის ლეგენდარულ ალბომშიც Blonde on Blonde. The Band-მა ჩაწერა დილანის სიმღერის When I Paint My Masterpiece-ის ქავერ ვერსია, რომელიც 1971 წლის ალბომში Cahoots შეიტანეს . 1974 წელს ისინი ერთად იყვნენ ტურნეში. ასევე ერთად ჩაწერეს დილანის ალბომი Planet Waves.

1974 წლის წარმატებულ ტურნეში მაყურებელმა, როგორც იქნა, მიიღო ის, რასაც დილანი და The Band მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ. „როცა 1974 წლის Dylan/Band ტურნე გავაკეთეთ, ზუსტად ისევე ვუკრავდით, როგორც 1966 წელს – იმავე ინტენსივობით და ყველა ამბობდა: „ეს საოცარია!” არადა ჩვენ ერთი ნოტიც კი არ შეგვიცვლია.” – ამბობდა რობერტსონი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მიკ ფლიტვუდის რესტორანი ჰავაის ხანძარს შეეწირა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ ერეკლე გეწაძის ახალ კომპოზიციებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი