სასამართლოს დადგენილებით, სექსუალური ძალადობის საქმეზე მაიკლ ჯექსონის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ დავა გაგრძელდება

უეიდ რობსონმა და ჯეიმს სეიფჩაკმა სარჩელი ათი წლის წინ წარადგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯექსონის კომპანიებს (MJJ Productions და MJJ Ventures) ვალდებულება ეკისრებოდათ, მომღერლის ძალადობისგან დაეცვათ.
ფოტო: კევორკ ჯანსეზიან-პული/Getty Images

კალიფორნიის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ მამაკაცს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მაიკლ ჯექსონმა ბავშვობაში მათზე სექსუალურად იძალადა, შეუძლიათ სასამართლოში სამართლებრივი დავა გააგრძელონ. სასამართლო დავა იმ კომპანიების წინააღმდეგ გაგრძელდება, რომლებიც  გარდაცვლილ მომღერალს ეკუთვნოდა.

უეიდ რობსონმა და ჯეიმს სეიფჩაკმა სარჩელი ათი წლის წინ წარადგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯექსონის კომპანიებს (MJJ Productions და MJJ Ventures) ვალდებულება ეკისრებოდათ, მომღერლის ძალადობისგან დაეცვათ. 

ამ სარჩელის საპასუხოდ, მაიკლ ჯექსონის კომპანიების წარმომადგენლები  ამტკიცებდნენ, რომ მათ ასეთი ვალდებულება  რობსონისა და სეიფჩაკის მიმართ არ ჰქონდათ, რამდენადაც ჯექსონი კომპანიების ერთადერთი მფლობელი იყო და, შესაბამისად, კომპანიებს მომღერლის კონტროლის მექანიზმი არ გააჩნდათ.  MJJ Productions-ის და MJJ Ventures-ის ამ პოზიციას ქვედა ინსტანციის სასამართლოც დასთანხმდა. 

18 აგვისტოს, კალიფორნიის მეორე ოლქის სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და დაადგინა, რომ აღნიშნული საორგანიზაციოო სტრუქტურა კომპანიებს პასუხისმგებლობისგან ავტომატურად არ იცავს.

  MJJ Productions-ის და MJJ Ventures-ის იურიდიული წარმომადგენლის განცხადებით, მათი კლიენტები „იმედგაცრუებულები“ არიან სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით. 

„კორპორაცია, მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან ბავშვებზე ძალადობის დროს არ თავისუფლდება ამ ბავშვების დაცვის სამართლებრივი ვალდებულებისაგან მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანია ქმედების სუბიექტს ეკუთვნის“, – წერია სასამართლო დადგენილებაში.

„ჩვენ ამჯერადაც დარწმუნებული ვართ, რომ მაიკლი უდანაშაულოა იმ ბრალდებებში, რომლებიც არ დასტურდება არც ერთი სარწმუნო მტკიცებულებით“-  ნათქვამია კომპანიების განცხადებაში. კორპორაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მომჩივანი მამაკაცების ბრალდებები ფულით არის მოტივირებული. ”ჩვენ გვჯერა, რომ მაიკლის გამართლებით“.

უეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩაკის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მათთვის სასიამოვნო ფაქტია, თუმცა – არა გასაკვირი. 

რობსონმა და სეიფჩაკმა გარდაცვლილი პოპ ვარსკვლავის მიმართ ბრალდებების შესახებ 2019 წლის HBO-ს დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით Leaving Neverland დეტალურად ისაუბრეს. მათი თქმით, ჯექსონმა მათზე არაერთხელ იძალადა. რობსონის თქმით ძალადობის ეპიზოდები 1990 წელს დაიწყო, როდესაც ის შვიდის იყო და იქამდე გრძელდებოდა, სანამ ის 14 წლის გახდებოდა.

რობსონმა სარჩელი 2013 წელს შეიტანა, როცა 30 წლის იყო. სეიფჩაკმა კი სამართლებრივი დავა ერთი წლის შემდეგ, 36 წლის ასაკში დაიწყო.

კალიფორნიის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რობსონს და სეიფჩაკს ლეგალურ უფლებას აძლევს, ჯექსონის კომპანიების წინააღმდეგ სასამართლო დავა გააგრძელონ, თუმცა ეს იმას ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ისინი ამ საქმეს მოიგებენ. საქმეები  განსახილველად კვლავ ქვედა ინსტანციის სასამართლოში დაბრუნდება და სამართალწარმოება დაიწყება, რის ფარგლებშიც მეტი  მტკიცებულება შეგროვდება და პროცესი გაიმართება. საბოლოო სასამართლო პროცესზე მომჩივნებმა MJJ Productions-ისა და MJJ Ventures Inc-ის წინააღმდეგ თავიანთი ბრალდებები უნდა დაამტკიცონ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი სემ ასგართან განქორწინებას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

Netflix-ის ახალი სერიალის ხმის დიზაინზე ქართულმა კომპანიამ POSTRED-მა იმუშავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი