გვენ სტეფანი მეუღლის შესახებ საუბრობს: „მან ჩემი ცხოვრება შეცვალა”

„როცა მასთან შეხვედრა დავიწყე, სწორედ მაშინ ვიგრძენი თავი სახლში.”
გვენ სტეფანი და ბლეიკ შელტონი
Kevin Mazur/Getty Images for CMT

ქორწინებიდან ორი წლის შემდგე გვენ სტეფანს, როგორც ჩანს, ისევ თაფლობის თვის ეტაპი აქვს. People-თან ინტერვიუში მომღერალმა მის ქანთრის შემსრულებელ მეუღლეზე, ბლეიკ შელტონზე ისაუბრა. მისი თქმით, სიყვარული, რომელსაც შელტონთან განიცდის, არ ჰგავს არც ერთ გრძნობას, რაც კი მანამდე ჰქონია. 

„ბლეიკთან მსგავსს ვერაფერს წარმოვიდგენდი. ეს საოცარი საჩუქარი იყო, რომ პირველად გამოვცადე ასეთი სიყვარული,” – ამბობს სტეფანი. „მან ჩემი ცხოვრება შეცვალა. როცა ბლეიკთან შეხვედრა დავიწყე, სწორედ მაშინ ვიგრძენი თავი სახლში. ვიფიქრე: ჩემი ადგილი აქ არის, ამ ბიჭთან.”

ქანთრის მომღერალმა სტეფანის საცხოვრებელი გარემოც შეცვალა. მომღერალი სამ ვაჟთან ერთად ახლა შელტონის მშობლიურ ოკლაჰომაში ცხოვრობს და უფრო მეტად აფასებს ბუნებას. „არ ვარ ასეთი სინესტის მოყვარული, მაგრამ აქ ისეთი კარგია. თითქოს, ამ მორევში შედიხარ: ბუნება და ღმერთი – ყველაფერი კარგადაა.”

გვენ სტეფანი და ბლეიკ შელტონი ერთმანეთს 2014 წელს შეხვდნენ, როცა სტეფანი პირველად გამოჩნდა სატელევიზიო შოუში „ვოისი”. იგი შოუს მუსიკალური მწვრთნელის პოზიციას დღემდე იკავებს. შელტონმა კი „ვოისი” 23-ე სეზონის შემდეგ დატოვა. 

„Ძალიან დაბნეული ვიყავი. ვფიქრობდი: „რა იქნება ბლეიკის გარეშე?” მაგრამ ძალიან კარგ დროს ვატარებთ. ავარჯიშებდე ადამიანებს, რომლებიც ასეთი ნიჭიერები არიან… მიყვარს ეს საქმე,” – ამბობს სტეფანი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კეტი პერი Peppa Pig!-ის ახალ პერსონაჟს გაახმოვანებს

შემდეგი სტატია

შავი პრინცის და ძებნილების ალბომი „იძებნება“ ფირფიტაზე გამოიცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი