მუქი

მუსიკოსი დავით დათუნაშვილი ახალ ალბომს გამოსცემს

ალბომის გამოსვლამდე არტისტმა პირველი სინგლი, სახელწოდებით – „ქალთევზი“ წარადგინა.
ვიზუალური ნამუშევარი: თამი მორჩილაძე


27 ოქტომბერს მუსიკოს დავით დათუნაშვილის ხალი ალბომი სახელწოდებით „ზ​ო​გ ყ​ვ​ა​ვ​ი​ლ​ს უ​ფ​რ​ო ნ​ა​ზ​ი მ​ო​პ​ყ​რ​ო​ბ​ა უ​ნ​დ​ა​, თუ არ გ​ა​წ​ვ​ი​მ​დ​ა“ გამოიცემა. ალბომი 16 კომპოზიციას აერთიანებს, მათ შორის არის მუსიკალური კოლაბორაციები Vinda Folio-სთან, ანი ზაქარეიშვილთან, თამარ დათუნაშვილთან და ირაკლი აბრამიშვილთან. ალბომის გამოცემამდე მუსიკოსმა პირველი სინგლი, სახელწოდებით – „ქალთევზი“ წარადგინა.

დავით დათუნაშვილის შემოქმედება არაერთ მუსიკალურ პროექტთან არის დაკავშირებული. არტისტი ნამუშევრებს ქმნის ისეთი ჟანრობრივი მიმართულებებით, როგორებიც არის პოპი, ელექტრონიკა, ემბიენთი და ექსპერიმენტული მუსიკა. 2007 წელს ის ქართველი მსმენელისათვის კარგად ნაცნობი ინდი როკ ბენდის –  Landmark-ის გიტარისტი იყო. 2009 წელს კი დავით დათუნაშვილმა გიგი ჯიქიასთან ერთად წარადგინა მუსიკალური პროექტი სახელწოდებით Okinawa Lifestyle. პროექტი ქართული მუსიკალური დაჯილდოების, Electronaut-ის გამარჯვებული გახდა. 2012 წლიდან არტისტმა თავის სოლო პროექტზე მუშაობა დაიწყო და ალბომი სახელწოდებით Composure გამოუშვა. მუსიკოსის ამ დროისათვის ბოლო ალბომი, სახელწოდებით 6 Plus,  2020 წელს გამოვიდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დინამო არენაზე ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართა

შემდეგი სტატია

თინა ტერნერი - ფოტო: პოლ კოქსი

თინა ტერნერის რეტროსპექტიული ალბომი Queen of Rock ‘N’ Roll გამოიცემა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელტონ ჯონი და ბრენდი კარლაილი ფოტო: პეგი სიროტა

ელტონ ჯონის და  ბრენდი კარლაილის კოლაბორაციული ახალი ალბომი  Who Believes in Angels?

5 აპრილს დუეტი შაბათის ღამის შოუში მუსიკალური სტუმრის სტატუსით წარდგება, მეორე დღეს კი ალბომის აღსანიშნად კონცერტს გამართავენ.
მეტი