ბიონსემ სუნამო, სახელწოდებით CÉ NOIR ოფიციალურად წარადგინა

CÉ NOIR-ის წინასწარი შეკვეთა შეერთებული შტატების და კანადის მასშტაბით არის შესაძლებელი და მისი ფასი 160 დოლარია.
ფოტო: კევინ მაზური/WireImage

ბიონსემ სუნამო – CÉ NOIR დააანონსა. „Beyoncé Parfums წარმოგიდგენთ CÉ NOIR-ს“ – ამ აღწერით მომღერალმა ინსტაგრამზე სუნამოს ფლაკონის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.CÉ NOIR საფრანგეთში დამზადდა. მისი კონცეფციისა და შეფუთვის დიზაინის ავტორი თავად ბიონსეა. 

CÉ NOIR-ის წინასწარი შეკვეთა შეერთებული შტატების და კანადის მასშტაბით Beyoncé Parfums-ის ოფიციალური ვებ გვერდიდან არის შესაძლებელი. სუნამოს ფასი 160 დოლარია. 

ბიონსემ CÉ NOIR პირველად 2023 წლის ივლისში დააანონსა. ეს პირველი სუნამო არ არის რომელიც მომღერალმა გამოუშვა. 2010 წელს ვარსკვლავმა Heat წარადგინა, 2011 წელს კი –   Pulse. 2014 წელს ბიონსემ კიდევ ერთი სუნამო, სახელწოდებით Rise გამოუშვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლედი გაგა, 2023 წლის 12 მარტი, ფოტო: კევინ უინთერი

ლედი გაგა U2-ს ლას ვეგასში, Sphere-ის  სცენაზე შეუერთდა

შემდეგი სტატია

Duran Duran-მა ჰელოუინის თემატური ალბომი – Danse Macabre გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი