ადელმა მეთიუ პერის ხსოვნას პატივი მიაგო 

„ის ალბათ ყველა დროის საუკეთესო კომედიური პერსონაჟი იყო.”
ადელი
Kevin Mazur/Getty Images

ადელი Friends-ის მსახიობის მეთიუ პერის გარდაცვალებას ეხმაურება და მას პატივს მიაგებს. ბრიტანელმა მომღერალმა ლოს ანჯელესის კონცერტი შეაჩერა პერის გასახსენებლად, რომელიც 28 ოქტომბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი საკუთარი სახლის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

„ეს პერსონაჟი მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება,” – თქვა ადელმა ჩენდლერის გმირზე, რომელსაც პერი განასახიერებდა. „ის ალბათ ყველა დროის საუკეთესო კომედიური პერსონაჟია.”

ადელმა, რომელიც ჰელოუინისთვის მორტიშა ადამსის ფორმაში იყო გამოწყობილი, სიმღერა When We Were Young სწორედ პერის მიუძღვნა. 

„ეს ყოველთვის ისეთი შოკია, მით უმეტეს ადამიანზე, რომელიც მუდამ გაცინებდა და შენს ცხოვრებაში ამდენი სიხარული შემოჰქონდა. რეალურად კი მას არ იცნობდი. ეს ძალიან უცნაურია, მე მას არასდროს შევხვედრივარ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოგონებაა, როცა პატარა ვიყავი, 12 წლის და ჩემი მეგობარი ენდრიუ ჩენდლერის საუკეთესო პაროდიას აკეთებდა ჩვენს გასაცინებლად. და თუ ვინმეს ცუდი დღე ჰქონდა, ან ცუდად გრძნობდა თავს, ის მუდამ ჩენდლერს განასახიერებდა. ეს პერსონაჟი მთელი ცხოვრება მემახსოვრება.”

ადელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ალკოჰოლის სმას თავი დაანება, პერის ნივთიერებაზე დამოკიდებულების პრობლემასაც შეეხო. „ის ძალიან გულახდილი იყო მისი პრობლემების შესახებ, რაც, ვფიქრობ, რომ საოცარი სიმამაცეა. უბრალოდ მინდა ვთქვა,თუ რამდენად მიყვარს ის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა და განსაკუთრებით, რაც ჩემთვის გააკეთა… იმედია ახლა მშვიდად განისვენებს.”

ნახეთ ადელის მიმართვა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შერი Balmain-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე, პარიზის მოდის კვირეულზე. 2023 წლის 27 სექტემბერი. - ფოტო: სტეფანე კარდინალე

შერი სახლში არასდროს მღერის

შემდეგი სტატია

ედ შირანი 2023 წლის 29 აპრილს ნიუ ოლეანში, ფოტო: ტიმ მოსენფელდერი

ედ შირანმა The Killers -ის სიმღერა Mr. Brightside  ბრენდონ ფლაუერზთან ერთად შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი