მეგან ფოქსი Machine Gun Kelly-სთან ურთიერთობის ძალიან პირად და როგორც აღმოჩნდა, მისთვის გამანადგურებელ პერიოდზე ალაპარაკდა. მსახიობი Good Morning America-ს მის ახალ პოეზიის კრებულზე სასაუბროდ ესტუმრა. წიგნის სახელწოდებაა Pretty Boys Are Poisonous და მასში შესული ორი ლექსი აღწერს მსახიობის განცდებს სწორედ მისი ბოლო ურთიერთობიდან. „ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს გამომიცდია. მე სამი შვილი მყავს. ასე რომ, ეს ძალიან რთული იყო ორივე ჩვენგანისთვის და გადაგვისროლა ველურ მოგზაურობაში ერთად და ცალ-ცალკე… ვცდილობდით გარკვევას, თუ რას ნიშნავს ეს? რატომ მოხდა?” – იხსენებს მსახიობი.
ფოქსს სამი ვაჟი ჰყავს წინა ქორწინებიდან ბრაიან ოსტინ გრინთან. მსახიობმა Machine Gun Kelly-სა და მსახიობის რომანი 2020 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც ისინი Midnight in the Switchgrass-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. წყვილი 2022 წელს დაინიშნა. „ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ამ შეხვედრიდან რაღაც დამემართებოდა, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი – რა. უბრალოდ ვგრძნობდი, ძალიან ღრმად, რომ რაღაც მოხდებოდა,” – ჰყვებოდა ფოქსი მათ პირველ შეხვედრაზე.
ნახეთ ვიდეო, სადაც მეგან ფოქსი თავის სადებიუტო წიგნზე საუბრობს.
“It's not an exposé that I wrote or a memoir … But throughout my life, I have been in at least one physically abusive relationship and several psychologically very abusive relationships.”
— Good Morning America (@GMA) November 7, 2023
Megan Fox talks to @kaynawhitworth about her new poetry book, “Pretty Boys Are Poisonous” pic.twitter.com/SkdTSpRi3Z