50 Cent-ის შოუს დროს სცენაზე ედ შირანი გამოვიდა

მომღერალმა 2017 წლის ჰიტი, სახელწოდებით Shape of You შეასრულა.
ფოტო: ტიმოთი ნორისი/Getty Images

50 Cent-მა საკონცერტო ტურნეს –  Final Lap-ის ფარგლებში, ლონდონში შოუ გამართა. კონცერტი O2 Arena-ზე მიმდინარეობდა, როდესაც სცენაზე მოულოდნელი სტუმარი გამოჩნდა. რეპერის შოუზე მისული მსმენელის წინაშე ედ შირანი წარდგა. მის გამოჩენას შოუს ელემენტები ახლდა – სცენაზე დიდი ყუთი იყო დამონტაჟებული, რომელსაც ეწერა: „ამ ყუთში მონსტრია.“ მალევე ყუთმა მოძრაობა დაიწყო და აუდიტორიამ  შირანი დაინახა. 

მომღერალმა 2017 წლის ჰიტი, სახელწოდებით Shape of You შეასრულა. შემდეგ კი არტისტი ამ მომენტს ინსტაგრამის ისტორიაში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა – „50 Cent-მა O2-ზე მიმიწვია, რათა Shape of You შემესრულებინა.“ შირანმა ეს აღწერა დაურთო ვიდეოს, რომელშიც ის  კულისებში რეპერის ტრეკს, სახელწოდებით 21 Questions მღერის.

ედ შირანს და 50 Cent-ს წარსულში მუსიკალური თანამშრომლობა აკავშირებთ.  შირანი 50 Cent-თან და Eminem-თან ერთად ასრულებს სიმღერას, სახელწოდებით Remember The Name, რომელიც შესულია მომღერლის 2019 წლის ალბომში – No. 6 Collaborations Project. 

ნახეთ ვიდეო, რომელშიც ედ შირანის სცენაზე გამოჩენის მომენტია ასახული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსემ ფილმის, სახელწოდებით Renaissance: A Film by Beyonce, ფინალური ტრეილერი წარადგინა

შემდეგი სტატია

ლიზი გოზალიშვილი

ლიზი გოზალიშვილი გერმანულ The Voice-ს ტოვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი