ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები – „ხელიხელჩაკიდებულები“

„მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის კარგი ჩანაწერი აქამდე არ არსებობდა და მხოლოდ ლაივ ჩანაწერი იდო, ჩვენმა ერთგულმა მსმენელებმა ეს სიმღერა ზეპირად იცოდა.“
ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები - ხელიხელჩაკიდებულები
ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები – ხელიხელჩაკიდებულები

ბაჩო ჯიქიძის & ესთეტი ბიჭების პირველი ოფიციალური სიმღერის ჩანაწერი სახელწოდებით  „ხელიხელჩაკიდებულები“ 24 ნოემბერს YouTube პლატფორმაზე გამოქვეყნდა.

ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები – „ხელიხელჩაკიდებულები“

ბაჩო ჯიქიძე:

„ერთი წელია, რაც ამ შემადგენლობით ბენდი გვყავს და დაახლოებით ათამდე კონცერტი გვაქვს გამართული. ამ კონცერტებზე რა სიმღერებსაც ვუკრავთ, მათი უმრავლესობის ჩანაწერი არ არსებობს, ამიტომ  ნელ-ნელა ყველა ჩანაწერის გაკეთება გადავწყვიტეთ. ჯერჯერობით ექვსი სიმღერა გვაქვს. ეს ექვსი სიმღერა  ნაბიჯ-ნაბიჯ  დაიდება. სიმღერა „ხელჩაკიდებულები“ პირველი სიმღერაა, რომელიც გამოქვეყნდა და რომელსაც ყველა ლაივზე ვუკრავთ. ექვსივე სიმღერის პროდიუსინგში თორნიკე ჯაფიაშვილი მეხმარებოდა, სიმღერები კი Duo Records-ში არის ჩაწერილი.

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის კარგი ჩანაწერი აქამდე არ არსებობდა და მხოლოდ ლაივ ჩანაწერი იდო, ჩვენმა ერთგულმა მსმენელებმა ეს სიმღერა ზეპირად იცოდა. ჩვენი ბენდის წევრების უმრავლესობა On The Road-ის ჯგუფის წევრები არიან, ყველა ერთად გავიცანი და ახლა ერთად ვუკრავთ.“ 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალის თარიღები და პროგრამა ცნობილია

შემდეგი სტატია

„წინანდლის პრემიამ” 2023 წლის ნომინანტები გამოავლინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი