კვირის უქმეების მონაცემებით, ბიონსე შეერთებული შტატების კინოგაქირავების ლიდერია. მისმა ფილმმა Renaissance: A Film by Beyoncé ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით 21 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ინფორმაციას ამერიკული კინოთეატრების ქსელი – AMC Theatres Distribution
ფილმის სცენარის ავტორი, პროდიუსერი და რეჟისორი თავად ბიონსეა. ნამუშევარი მისი ალბომის მხარდამჭერ მუსიკალურ ტურნეზეა ფოკუსირებული. შეერთებული შტატებისა და კანადის მასშტაბით, ფილმს 2,539 კინოთეატრში აჩვენებენ, ასევე სეანსები მიმდინარეობს 94 სხვა საერთაშორისო ტერიტორიულ ერთეულში მდებარე კინოთეატრებში.
აღსანიშნავია, რომ მადლიერების დღის შემდგომი უქმეები განსაკუთრებით დაბალი რეიტინგით გამოირჩევა. ბიონსეს ფილმი პირველი ნამუშევარია, რომელმაც ბოლო 20 წელიწადში, მადლიერების დღის შემდგომ უქმეებზე კინოგაქირავების ასეთ წარმატებას მიაღწია.
“AMC Theatres Distributio-ის და მთელი ინდუსტრიის სახელით გვინდა, ბიონსეს ამ არაჩვეულებრივი ფილმისათვის მადლობა გადავუხადოთ.”- აღნიშნავს AMC Theatres-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ელიზაბეთ ფრენკი თავის განცხადებაში. “ფანებისაგან გამოხმაურება და კრიტიკოსების შეფასება არის განაცხადი, რომელიც ხაზს უსვამს მის დიდ ნიჭს, არამხოლოდ როგორც შემსრულებლის, არამედ პროდიუსერისა და რეჟისორის ამპლუაში”
მიუხედავად დიდი წარმატებისა, Renaissance-ის ფილმი კომერციული შემოსავლით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ტეილორ სვიფტის ფილმს – Taylor Swift: The Eras Tour. სვიფტის საკონცერტო ფილმის პრემიერა ოქტომბერში შედგა და სადებიუტო სეანსებიდან 92,8 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. Taylor Swift: The Eras Tour კინოთეატრების ეკრანებს მალე დატივებს, ამასობაში კი მისი გლობალურმა შემოსავალმა 250 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ბიონსემაც და ტეილორ სვიფტმაც თანამშრომლობისათვის AMC Theatres აირჩიეს. ორივე ვარსკვლავი ერთმანეთის გგულშემატკივრობდით და
მხარდაჭერით გამოირჩევა. სვიფტი ბიონსეს ფილმის დახურულ პრემიერაზე დააფიქსირეს, იქამდე კი Taylor Swift: The Eras Tour-ის ჩვენებას ბიონსე ესწრებოდა.