GMI-მ (ქართული მუსიკალური ინდუსტრიის უფლებების მართვის კომპანიამ) 2023 წელი მუსიკალურად შეაჯამა და წლის საუკეთესო ნომინაციები დაასახელა.
GMI Rights Management-თვის 2023 წელი წარმატებული გამოდგა. კომპანიამ პირველად დააწესა მუსიკალური ნომინაციები და ანალიტიკაზე დაფუძნებით გამარჯვებულები გამოავლინა.
ზურაბ ბეჟაშვილი – GMI Rights Management-ის დირექტორი
„წელს იმიტომ მივეცით თავს უფლება ეს ნომინაციები გაგვეკეთებინა, რომ ძალიან გაიზარდა შემოსავლები, ციფრებში გამოხატული შემოსავლები. შესაბამისად ყველა ნომინაცია არა სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე, არამედ ციფრებზე დაყრდნობით გადაწყდა, ანუ ის ტრეკები, რომელმაც ყველაზე მეტი შემოსავალ დააგენერირა. ყველა ნომინაცია არის ობიექტური და არცერთ ნომინაციას არ ურევია სუბიექტური კრიტერიუმები. გვსურს მადლიერება გამოვხატოთ იმ არტისტების მიმართ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში.
წლევანდელ წელს რაც შეეხება ძალიან მაგარი წელი იყო, ყველანაირი რეკორდი მოვხსენით. დაახლოებით 30-35 %-იანი ზრდა იყო წინა წელთან შედარებით და კვლავ არ დახურულა წელი, ახალ წელს ყოველთვის იმატებს ხოლმე ციფრული შემოსავალი მუსიკალურ ინდუსტრიაში, ამიტომ 2023 წელს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საუკეთესო წელი მუსიკალურ ინდუსტრიაში.“
2023 წლის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:
1. Artist of the year / წლის საუკეთესო არტისტი: ნიაზ დიასამიძე
2. Album / EP of the Year / წლის საუკეთესო ალბომი: ანრი ჯოხაძე – ეს დღე ჩვენია
3. Single of the Year / წლის საუკეთესო ფონოგრამა: დუეტი ლეონი – თუ შენი ნახვა მეღირსა
4. Streaming Leader Single of the Year / წლის სტრიმინგ პლატფორმებზე მოსმენების ლიდერი: ჯანსუღ კახიძე – იავნანა
5. Young Artist of the Year / წლის საუკეთესო ახალგაზრდა არტისტი – ჯგუფი „ბალაბანი“
6. Best Music Video of the Year / წლის საუკეთესო მუსიკალური კლიპი: ლელა წურწუმია – აღარ მინდა მე შენთან
7. Top Licensed Composer of the Year / წლის ყველაზე ლიცენზირებადი კომპოზიტორი: გია ყანჩელი
8. Top Licensed Lyricist of the Year / წლის ყველაზე ლიცენზირებადი ტექსტის ავტორი: მორის ფოცხიშვილი
9. Best Young Composer of the Year / წლის საუკეთესო ახალგაზრდა კომპოზიტორი: Lua (ქეთათო ნერგაძე)
10. Best Sync Case of the Year / წლის საუკეთესო სინქრონიზაციის პროექტი: ვაჟა აზარაშვილი (დინამო)
11. Project of the Year / წლის საუკეთესო პროექტი: Adjarabet – დინამო (თბილისის დინამოს იუბილისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი)
12. International Achievement of the Year / წლის საუკეთესო საერთაშორისო წარმატება: Bibi Kvachi – So, We’ll Go No More A Roving.
13. Best Partner Studio of the Year / წლის საუკეთესო პარტნიორი სტუდია: Temo’s Studio
14. Best Sync Partner of the Year / წლის საუკეთესო სინქრონიზაციის პარტნიორი (სააგენტო): Enkeny Films
15. Best International Partner Publisher of the Year / წლის საუკეთესო პარტნიორი მუსიკალური გამომცემლობა: Universal Music Publishing Group
16. Best International Partner Record Label of the year / წლის საუკეთესო საერთაშორისო პარტნიორი რექორდ ლეიბლი: Universal Music Group