Killages ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია, რომლის ჟანრობრივი მიმდინარეობა ალტერნატიული ჰიპ ჰოპია. ახლახან Killages მსმენელის წინაშე წარდგა. ლაივი კლუბში Mtkvarze გაიმართა. როგორც ჯგუფის ფრონტმენმა, გუგა მაჭარაშვილმა „Billboard საქართველოსთან” საუბრისას აღნიშნა, ეს კონცერტი მუსიკალური კოლექტივისათვის განსხვავებული გამოცდილება იყო, რადგან კლუბურ სივრცეში სცენაზე პირველად გამოვიდნენ.
გუგა მაჭარაშვილი, Killages:
„აქამდე კლუბში არასდროს დაგვიკრავს. ლაივის ეს გამოცდილება ძალიან კარგი იყო. გარემო, განათება, აუდიტორია, ინტერაქცია მსმენელთან – ყველაფერი ძალიან მოგვეწონა. ვენიუდან გამომდინარე ჩვენც განსხვავებული სეტი დავუკარით და ვფიქრობთ, ერთიანობაში ეს ლაივი დასამახსოვრებელი გამოვიდა.”
ჯგუფის Killages კონცერტი კლუბის Mtkvarze ლაივების სერიის ფარგლებში ჩატარდა. ამავე სერიის ფარგლებში მსმენელის წინაშე უკვე წარდგნენ ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები, როგორებიც არიან: Creams, Kordz, Skazz.
Killages 2016 წელს, რუსთავში დაარსდა. ჯგუფის წევრები გუგა მაჭარაშვილი, ანრი ყაველაშვილი და რატი რატიანი არიან. 2020 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი – Original Brothers გამოუშვა. 2023 წელს კი, მუსიკალური კოლექტივის რიგით მერე ალბომი, სახელწოდებით Outcast გამოვიდა.