მადონა დიდი ბრიტანეთის ჩარტის რეკორდს ამყარებს

ქალ შემსრულებელთა შორის ის ყველაზე მეტჯერ მოხვდა სინგლების ჩარტის ტოპ ათეულში.
მადონა 2023 წლის Celebration Tour-ში
Kevin Mazur/WireImage for Live Nation

მადონა კიდევ ერთხელ ამართლებს პოპის დედოფლის სტატუსს. მისი სიმღერა Popular, რომელიც მომღერალმა the Weeknd-სა და Playboi Carti-სთან ერთად ჩაწერა, დიდი ბრიტანეთის ჩარტის ისტორიაში შევიდა. გასულ კვირას კომპოზიცია მეათე ადგილზე გავიდა, რითაც მადონას 64-ე სინგლი გახდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტის ტოპ ათეულში მოხვდა. 

ამ შედეგით მადონა ქალ შემსრულებელთა შორის პირველ ადგილს იკავებს. მას მხოლოდ ორი ადამიანი უსწრებს და ორივე მათგანი მამაკაცია: ელვის პრესლი (ტოპ ათეულში შესული 76 სინგლით) და კლიფ რიჩარდსი (ტოპ ათეულში შესული 68 სინგლით).

ეს მადონასთვის ჩარტების ერთადერთი რეკორდი არ არის. დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტის პირველ ადგილზე მისი 12 ალბომია გასული, რაც ასევე რეკორდია ქალ სოლო შემსრულებელთა შორის. მას ტეილორ სვიფტი მოსდევს 10 ალბომით, რაც ალბათ ახალი ალბომის გამოცემის შემდეგ 11-მდე გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ სვიფტმა ალბომის The Tortured Poets Department გამოშვება 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე დააანონსა

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართველი არტისტი .Gwatta. ახალ ალბომს მუსიკალური სპექტაკლის ფორმით წარადგენს

შემდეგი სტატია

Manana – ქართველი მუსიკოსი, რომელმაც 12 გრემის მფლობელ პროდიუსერთან ითანამშრომლა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი