გრემის წლევანდელ დაჯილდოებას 2020 წლის შემდეგ ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა

საღამოს 9:45 საათისთვის მაყურებელთა რიცხვი 18.25 მილიონი იყო. ცერემონიის ეს მონაკვეთი მემორიალურ ნაწილს დაეთმო.
ფოტო: რობერტ გოტიე/Los Angeles Times/Getty Images

2024 წლის გრემის დაჯილდოებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მიმომხილველების, ასევე აუდიტორიის მხრიდან. მაყურებელთა რაოდენობის გათვალისწინებით, წლევანდელი ცერემონია, შარშანდელთან შედარებით, ბევრად რეიტინგული აღმოჩნდა: აუდიტორიის რიცხვი 34%-ით გაიზარდა. წელს მაყურებელთა რაოდენობამ 16,9 მილიონს მიაღწია, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთანავე, Paramount+-ზე ცერემონიის ონლაინ მაყურებელთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით ყველაზე დიდი იყო. კონკრეტულად, Paramount+-ზე გრემის დაჯილდოებას შარშანდელთან შედარებით 173%-ით მეტმა მომხმარებელმა უყურა.

გრემი მუსიკალურ ინდუსტრიაში დღემდე ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული დაჯილდოებაა. მიუხედავად ამისა, მისი სატელევიზიო, თუ ონლაინ მაყურებელთა რიცხვი ცვალებადია.

საღამოს 9:45 საათისთვის ცერემონიას 18.25 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს. შოუს ეს მონაკვეთი მემორიალურ ნაწილს დაეთმო. ამ დროს სცენაზე ის მუსიკალური ნომრები შესრულდა, რომლებითაც გარდაცვლილ მუსიკოსებს მიაგეს პატივი. ფანტასია ბარინომ ტინა ტერნერისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნომერი შეასრულა, სტივი უანდერმა ტონი ბენეტს უმღერა, ენი ლენოქსმა – შინეიდ ო’კონორს, ჯონ ბატისტი კი სცენაზე კლერენს ავანტისთვის პატივის მისაგებად წარდგა. 

2024 წლის გრემის დაჯილდოება აქტუალური იყო სოციალურ მედიაშიც. ამ აქტუალობით დაჯილდოება 2024 წლის გასართობ ღონისძიებებს შორის პირველ ადგილზეა. Ცერემონიის მომდევნო დილით სოციალურ ქსელში 56,4 მილიონი ვიდეო გამოქვეყნდა. 

გრემის დაჯილდოება Crypto.com Arena-ზე გაიმართა. Ისევე, როგორც გასული სამი ცერემონიის შემთხვევაში, წარმოდგენას წელსაც ტრევორ ნოა უძღვებოდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გარდაიცვალა ვაჟა აზარაშვილი

შემდეგი სტატია

Queen-ის კატალოგი შესაძლოა მალე გაიყიდოს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი