გიორგი გიგაშვილისა და ნიკალა ზუბიაშვილის „სერიოზული მუსიკა” გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში შესრულდება

ქართველი მუსიკოსების კონცერტები 13 მაისს ნოტინგემში, 12 სექტემბერს კი ბონში გაიმართება.
გიორგი გიგაშვილი და ნიკალა ზუბიაშვილი

გიორგი გიგაშვილისა და ნიკალა ზუბიაშვილის ერთობლივი მუსიკალური პროექტი „სერიოზული მუსიკა” მალე ევროპაშიც გაჟღერდება. მუსიკოსებმა ამ ეტაპზე მოწვევა დიდი ბრიტანეთისა და გერმანიისგან მიიღეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად გიორგი გიგაშვილი წერს და კონცერტების თარიღებს აქვეყნებს.

სერიოზული მუსიკა” გიორგი გიგაშვილისა და ნიკალა ზუბიაშვილის ექსპერიმენტული პროექტია, რომელსაც ერთგვარი პერფორმანსის სახე აქვს. მისი პრემიერა 2023 წლის 18 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შედგა. პროექტი აკადემიური და ელექტრონული მუსიკის სინთეზია და ერთგვარი პასუხია მუსიკის სტერეოტიპულ აღქმაზე. „სერიოზული მუსიკა ბრჭყალებში გახლავთ ჩასმული, რადგან პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობს სერიოზული მუსიკა,“ – აღნიშნა Billboard საქართველოსთან საუბარში გიორგი გიგაშვილმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sia მაისში ახალ ალბომს გამოსცემს 

შემდეგი სტატია

კანიე უესტმა და Ty Dolla $ign-მა ერთობლივი მუსიკალური ვიდეო – Vultures (Havoc Version) გამოუშვეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოზი ოსბორნის თქმით, Black Sabbath-ის ბოლო შოუზე სცენაზე „სიცოცხლის ფასადაც კი“ ავა

შვიდი წლის განმავლობაში პირველად, მეტალის ლეგენდა თავისი პირველი სრულფასოვანი გამოსვლისთვის ემზადება.
მეტი

„ეფემერა“ – საბერძნეთის გამორჩეული თოჯინური დასის სპექტაკლი რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

თოჯინების შემქმნელები წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ საბერძნეთის წამყვან რეჟისორებთან, მათ შორის ლეგენდარულ დიმიტრის პაპაიოანუსთან.
მეტი
ანიმაცია Lulu Is a Rhinoceros

Moana-სა და Rhino-ს ვარსკვლავი აული კრავალიო  Lulu Is a Rhinoceros-ს საუნდტრეკს, The Perfect Me-ს ასრულებს

ახალი ანიმაციური ფილმის შესახებ Billboard Family-ს ექსკლუზიურად აული კრავალიო, მუსიკალური პროდიუსერი LELAND-ი და ანიმაციის შემქნელები, ჯეისონ და ალისონ ფლომები ესაუბრნენ.
მეტი