Sia მაისში ახალ ალბომს გამოსცემს 

Reasonable Woman მუსიკოსის პირველი ალბომი იქნება 2017 წლის შემდეგ.
Sia
Gilbert Flores for WWD

ხანგრძლივ პაუზას Sia მაისში ახალი ნამუშევრის გამოცემით დაარღვევს. შვიდწლიანი შესვენების შემდეგ მუსიკოსი მეათე სტუდიურ ალბომს გამოსცემს. Reasonable Woman მუსიკოსის პირველი ალბომი იქნება 2017 წლის შემდეგ.

ალბომი დღის სინათლეს 3 მაისს იხილავს და მასში სხვა ცნობილი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის ჩაკა ხანი, პერის ჰილტონი, Labrinth, ტიერა ვოკი და ავსტრალიელი სუპერვარსკვლავი კაილი მინოუგი, რომლისთვისაც ეს კვირა საუკეთესოდ დაიწყო: მან გრემი მოიპოვა სიმღერისთვის Padam Padam (საუკეთესო პოპ-საცეკვაო სიმღერის კატეგორიაში). 

ალბომის დასაანონსებლად Sia-მ სწორედ კაილი მინოუგთან ერთად ჩაწერილი სიმღერა, Dance Alone გააზიარა. მუსიკოსების თანამშრომლობა პირველად 2014 წელს შედგა. მაშინ Sia მინოუგის ალბომში Kiss Me Once მონაწილეობდა.

ალბომის ყდაზე ნარინჯისფერ კოსტიუმში გამოწყობილი ქალია გამოსახული, რომელსაც თავი, ხელები და ფეხები ნაცრისფერი ლაქებით აქვს დაფარული. მუსიკოსის ფანებისთვის ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ფოტოებსა თუ საჯარო გამოსვლებში Sia ხშირად მალავს სახეს.

კაილისთან ერთად შესრულებულ სიმღერას თან მოჰყვა სახალისო ფოტოც, სადაც მინოუგი Sia-ს განასახიერებს.

კაილი მინოუგი Sia-ს ფომაში
Erik Melvin

Sia-ს ჯამში 50 მილიარდზე მეტი აუდიო სტრიმი აქვს. Billboard Hot ჰოთ 100-ში მისი 14 სიმღერა მოხვდა, მათ შორის 2016 წელს ჩაწერილი Cheap Thrills, რომელიც 4 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. Რაც შეეხება ალბომებს, Billboard 200-ში მისი ექვსი ალბომია შესული. 2014 წელს გამოცემული 1000 Forms Of Fear კი ჩარტის პირველ ადგილზე გავიდა.  

ნახეთ Sia-ს და კაილი მინოუგის დუეტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Queen-ის კატალოგი შესაძლოა მალე გაიყიდოს

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილისა და ნიკალა ზუბიაშვილის „სერიოზული მუსიკა” გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში შესრულდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი