ჯეიმს ბრაუნის შესახებ გადაღებული სერიალის პრემიერა ტელეარხ ET-ზე შედგა

სერიალის პრემიერამდე ბრაუნის აქამდე უცნობი სიმღერა, We Got to Change გამოქვეყნდა.
ფოტო: ალან ლიდსი

„ჯეიმს ბრაუნის გარეშე კულტურის ტრაექტორია შეიცვლებოდა” ასეთი შეფასება ისმის  ბრაუნის შესახებ გადაღებულ სერიალში, რომლის პირველი ნაწილის პრემიერა 19 თებერვალს, ტელეარხ ET-ზე შედგა. James Brown: Say It Loud – ასე ჰქვია სერიალს და მისი მეორე ნაწილი მაყურებელმა 20 თებერვალს იხილა. 

სერიალის პრემიერამდე ბრაუნის აქამდე უცნობი სიმღერა, We Got to Change გამოქვეყნდა. სიმღერა 1970 წლის 16 აგვისტოს, მაიამის ერთ-ერთ სტუდიაში ჩაიწერა. 

რაც შეეხება დოკუმენტურ სერიალს, James Brown: Say It Loud რეჟისორმა დებორა რაილი დრაპერმა გადაიღო. ფილმი მაყურებელს ბრაუნის ცხოვრებასა და  წარმატების გზის შესახებ უყვება. ბრაუნის პერსონა ნაჩვენებია ხელოვანის, ბიზნესმენის და სამოქალაქო აქტივისტის ამპლუაში. სერიალი ეხება პრეზიდენტ ნიქსონისათვის გამოცხადებულ ღია მხარდაჭერას, ასევე ნარკოტიკების მოხმარებისა და ქალებზე ძალადობის მძიმე ისტორიებსაც.

სერიალი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ინტერვიუებს მოიცავს. მათ შორის არიან არტისტები, პროდიუსერები, სიმღერების ავტორები. დოკუმენტურ ნამუშევარში ასევე ვხვდებით ოჯახის წევრებს, რომლებიც ჯეიმს ბრაუნის შესახებ საკუთარი პერსპექტივიდან საუბრობენ. 

ინტერვიუებთან ერთად, მაყურებელმა ძველი ვიდეო ჩანაწერები და საარქივო ფოტო მასალაც იხილა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

U2-ს კონცერტის დროს ბონომ ალექსეი ნავალნის ხსოვნას პატივი მიაგო

შემდეგი სტატია

საქართველოში მუსიკოსთა პირველი პროფესიული კავშირი დაარსდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი