ყველაფერი, რაც ტეილორ სვიფტის დაანონსებული ალბომის შესახებ არის ცნობილი

ყველაფერი, რაც ტეილორ სვიფტის დაანონსებული ალბომის შესახებ არის ცნობილი
ფოტო: სონია ფლემინგი/CBS

გრემის 2024 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე ტეილორ სვიფტმა საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით მომღერალმა რეკორდი დაამყარა: პირველი არტისტი გახდა, რომელმაც საუკეთესო ალბომისათვის გრემი მეოთხედ მიიღო. ამავე ცერემონიაზე სვიფტმა ფანებისათვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა და ახალი ალბომი დააანონსა.  

მინდა, მადლობა გადავუხადო ხმის ჩამწერი აკადემიის წევრებს. ვიცი, რომ ხმის ჩამწერი აკადემიის გადაწყვეტილება ფანების დამოკიდებულების გამოძახილია. ამიტომ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ – ჩემს გულშემატკივრებს და გაგიმხილოთ ის, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში საიდუმლოდ ვინახავდი. ეს საიდუმლო ჩემი სრულიად ახალი ალბომია, რომელიც 19 აპრილს გამოიცემა და მისი სახელია The Tortured Poets Department. ახლა, როდესაც კულისებში დავბრუნდები, ალბომის ყდის ფოტოს გამოვაქვეყნებ. მადლობა, მიყვარხართ” – მიმართა ფანებს ტეილორ სვიფტმა. 

სცენაზე გამოსვლის შემდეგ, ტეილორ სვიფტმა ალბომის გარეკანი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ეს არის შავ-თეთრი ფოტო, რომელზეც თავად  სვიფტია აღბეჭდილი. 

The Tortured Poets Department მომღერლის რიგით მეთერთმეტე ალბომია. გიზიარებთ ალბომის შესახებ ფაქტებს, რომლებიც Billboard-ისათვის გახდა ცნობილი.

სათაური

როგორც უკვე ოფიციალურად ცნობილია, ალბომის სახელწოდებაა The Tortured Poets Department (ტანჯული პოეტების დეპარტამენტი). სვიფტის გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ამ სახელწოდებას მის ყოფილ მეგობარ მამაკაცთან, ჯო ალვინთან აქვს კავშირი. უფრო კონკრეტულად, ფანები იხსენებენ შემთხვევას, როცა The Variety-ის ერთ-ერთ ინტერვიუში ჯო ალვინმა ე.წ. სამეგობროს საერთო ჩათის სახელწოდება გაამხილა. ჩათს, რომლის წევრებიც ალვინი და მსახიობი პოლ მესკალი იყვნენ, Tortured Man Club (ტანჯული მამაკაცის კლუბი) ერქვა. 

ალბომის გარეკანი

ალბომის ყდაზე ტეილორ სვიფტის ფოტოა აღბეჭდილი. შავ-თეთრ ფოტოზე სვიფტი ტოპით და შორტებით საწოლზე წევს და მისი სახე ნახევრად ჩანს. აღსანიშნავია, რომ სვიფტის ალბომი, სახელწოდებით 1989, სწორედ მსგავსი გარეკანით გამოიცა, სადაც სვიფტს ასევე ნახევრად უჩანს სახე. 

გამოსვლის თარიღი

როგორც სვიფტმა გრემის ცერემონიისას აღნიშნა, ალბომი 2024 წლის 19 თებერვალს გამოიცემა.

ტრეკლისტი 

ალბომის დაანონსებიდან მეორე დღეს სვიფტმა სიმღერების სია გაასაჯაროვა. ალბომში სულ 16 ძირითადი და ერთი ბონუს სიმღერა შევა, რომელთა სათაურების შემდეგნაირად ჟღერს:

  1. Fortnight”
  2. “The Tortured Poets Department”
  3. “My Boy Only Breaks His Favorite Toys”
  4. “Down Bad”
  5. “So Long, London”
  6. “But Daddy I Love Him”
  7. “Fresh Out the Slammer”
  8. “Florida!!!!”
  9. “Guilty as Sin?”
  10. “Who’s Afraid of Little Old Me?”
  11. “I Can Fix Him (No Really I Can)”
  12. “loml”
  13. “I Can Do It With a Broken Heart”
  14. “The Smallest Man Who Ever Lived”
  15. “The Alchemy”
  16. “Clara Bow”

ბონუსი: “The Manuscript”

ალბომში შესული მუსიკალური თანამშრომლობა

როგორც ირკვევა, ტეილორ სვიფტმა ორ არტისტთან ითანამშრომლა. ესენი არიან Post Malone და Florence + The Machine. არტისტ Post Malone-თან ერთად სვიფტმა სიმღერა Fortnight ჩაწერა, Florence + The Machine-თან კი ტრეკის –  Florida!!!-ს ფარგლებში ითანამშრომლა. 

სიმღერის სავარაუდო ტექსტი

სანამ სვიფტი ალბომთან დაკავშირებულ დეტალებს აზიარებდა, მომღერალმა ფოტო გამოაქვეყნა. ვიზუალურ ნამუშევარზე ხელნაწერი ტექსტი ჩანდა. “ყველაფერი დაშვებულია სიყვარულსა და პოეზიაში. საუკეთესო სურვილებით, ტანჯული პოეტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი,”- ვკითხულობთ ტექსტში.

ალბომზე მუშაობის ხანგრძლივობა

ალბომის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ტეილორ სვიფტმა ტურნეს ფარგლებში კონცერტი იაპონიაში გამართა. შოუს დროს მომღერალმა თქვა, რომ ალბომზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. არტისტმა ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ მაშინ დაასრულა მუშაობა, როცა მიხვდა, რომ ალბომი ფანებისათვის გასაზიარებლად მზად იყო იყო.

ალბომის მეორე გამოცემა 

მელბურნში გამართული კონცერტისას ტეილორ სვიფტმა კიდევ ერთი დეტალი გაამხილა. არტისტის თქმით The Tortured Poets Department-ის განსხვავებული ვერსია გამოიცემა, რომელშიც სხვა ბონუს ტრეკი, სახელწოდებით The Bolter შევა. 

სიმღერების წერის პროცესი

ასევე, მელბურნში გამართულ კონცერტზე მომღერალმა მსმენელებს უთხრა, რომ we The Tortured Poets Department-ზე მუშაობა მისთვის ყველაზე კათარზისული მომენტი იყო. “ამ ალბომმა შემახსენა, თუ რატომ არის სიმღერების წერა ჩემთვის ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა.” – მიმართა სვიფტმა აუდიტორიას. 

ალბომის კიდევ ერთი განსხვავებული ვერსია

პირველი დამატებითი გამოცემის დაანონსების შემდეგ, სვიფტმა განაცხადა, რომ ალბომის კიდევ ერთი განსხვავებული ვერსია  გამოვა. სიდნეიში კონცერტის მსვლელობისას არტისტმა გულშემატკივრებს გაანდო, რომ ლიმიტირებულ გამოცემაში შესული იქნება ბონუს ტრეკი, სახელწოდებით The Albatross. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SOPHIE VILLY - ZHYVY

Sophie Villy-ის პირველი უკრაინულენოვანი სინგლი ZHYVY (იცოცხლე)

შემდეგი სტატია

მსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ბარბრა სტრეიზანდს საპატიო ჯილდო გადაეცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი