ჯასტინ ბიბერის დედა შვილის 30 წლის იუბილეზე მისი ბავშვობის ფოტოებს აზიარებს

„არ ვაპირებ ტყუილის თქმას, ამ ფოტოების გახსენებამ ტკბილი მოგონებები და ცრემლი მომგვარა“ – წერს ჯასტინ ბიბერის დედა
ჯასტინ ბიბერი და პეტი მალეტი, 2020 წლის 27 იანვარი, კალიფორნია. ფოტო: კევინ მაზური.
ჯასტინ ბიბერი და პეტი მალეტი, 2020 წლის 27 იანვარი, კალიფორნია. ფოტო: კევინ მაზური.

„30 წელი, უბრალოდ ასე, ჯასტინ, გილოცავ დაბადების დღეს“ – წერს მუსიკოსის დედა ინსტაგრამზე და ბიბერის რამდენიმე ბავშვობის დროინდელ ფოტოს აზიარებს.

კოლაჟი,  ჯასტინ ბიბერის დედის ორსულობით დაწყებული, ჩვილობის და პატარაობის ასაკის ფოტოებს მოიცავს.

„არ ვაპირებ ტუილის თქმას,  ამ ფოტოების გახსენებამ ტკბილი მოგონებები და  ცრემლი მომგვარა, დრო საოცრად სწრაფად გადის. საოცარია იმის ნახვა, რომ ახლა უკვე დიდი ხარ. ჩემთვის დიდი პატივია, მერქვას შენი დედა. იმაზე უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. მოუთმენლად ველი იმ წარმატებებს, რაც მომავალში გელის.“ – წერს ჯასტინ ბიბერის დედა პეტი მალეტი.

ჯასტინ ბიბერს დაბადების დღე მისმა მეუღლემ, ჰეილი ბიბერმაც მიულოცა. “30!!!!!!!????!!????!!!! ეს საკმაოდ სწრაფად მოხდა, სიტყვები ვერასდროს აღწერს შენს სილამაზეს, გილოცავ დაბადების დღეს, ჩემი ცხოვრების სიყვარულო.“

ჯასტინ ბიბერის 30 წლის იუბილეს აღსანიშნად ბიბერის ახალი ცვილის ფიგურა ჰოლივუდში, მადამ ტიუსოს მუზეუმში გამოიფინა. 

ნახეთ ჯასტინ ბიბერის ბავშვობის ფოტოები ინსტაგრამ პოსტში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში ამბობს, რომ შეყვარებულს კრისტიან ბეილის სიზმარში ნახვის შემდეგ დაშორდა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა სინგაპურთან ოჯახურ კავშირზე ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი