ბრაიან ფერი თავისი კატალოგის წილს Iconic Artists Group-ს მიჰყიდის

“მიხარია Iconic-ში მუშაობა, სადაც მსოფლიოსთვის ჩემი მუსიკის გაზიარების ახალ გზებს ვეძებთ.”
ბრაიან ფერი
Simon Emmett

ირვინგ აზოფის Iconic Artists Group დიდი კატალოგების მქონე არტისტებთან პარტნიორობას განაგრძობს. სამშაბათს მათ მორიგი შეთანხმების შესახებ განაცხადეს ჯგუფ Roxy Music-ის სოლისტ ბრაიან ფერისთან, რომელიც თავისი კატალოგის ნახევარს  სწორედ IAG-ს მიჰყიდის. შეთანხმების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. კომპანია ამბობს, რომ ცნობილი არტისტის მუსიკალური მემკვიდრეობის ახალ თაობებში განვითარებასა და განვრცობაზე იზრუნებს.

შეთანხმება მოიცავს როგორც ფერის პოპ-ბენდ Roxy Music-ის, ასევე მის სოლო შემოქმედებას, რაც საერთო ჯამში 24 ალბომს შეადგენს. სწორედ ფერის შექმნილია Roxy Music-ის თითქმის ყველა სიმღერა, 1972 წლის დებიუტიდან დაწყებული, ჯგუფის მერვე და ბოლო ალბომით დასრულებული. ბენდის ყველაზე ცნობილი სიმღერებია Love Is the Drug, All I Want Is You, Dance Away, Avalon და More Than This.

ბრაიან ფერის სოლო კარიერა ბენდის არსებობის პარალელურად, 1973-2018 წლებში მიმდინარეობდა. შუალედში ის ერთხელ გახდა დიდი ბრიტანეთის ჩარტის ლიდერი – 1985 წლის ალბომით Boys and Girls, რომელშიც შედის ფერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი Slave to Love. 

2019 წელს ფერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა, როგორც Roxy Music-ის წევრი. Iconic Artists Group-ში, რომლის დამფუძნებლები არიან ირვინგ აზოფი და ოლივერ ჩესტენი, ფერი შეუერთდება დიდების დარბაზის ისეთ წარმომადგენლებს, როგორებიც არიან როდ სტიუარტი, შერი, ჯო კოკერი, დევიდ ქროსბი, გრეჰემ ნეში და სხვები.

„ძალიან მიხარია Iconic-ში მუშაობა, სადაც მსოფლიოსთვის ჩემი მუსიკის გაზიარების ახალ გზებს ვეძებთ. აღტაცებული ვარ იმით, თუ რამხელა შესაძლებლობები იშლება,” – თქვა ბრაიან ფერიმ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოზი ოსბორნი Black Sabbath-ის პერფორმანსის დროს, 1978 წლის 27 მაისი. ფოტო: გას სტიუარტი

Black Sabbath-ის სინგლი Paranoid Spotify-ის პლატფორმაზე მილიარდ ნახვას აგროვებს

შემდეგი სტატია

ნიკ ქეივი ფოტო: იან ალენი

ნიკ ქეივი ახალ სტუდიურ ალბომს უშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი